ბრაზილიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 33 846 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 1 280 ადამიანი

ბრაზილიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით კიდევ 1 280 ადამიანი გარდაიცვალა და დაღუპულთა საერთო რაოდენობა 59 594-მდე გაიზარდა,- ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ტელეკომპანიის ცნობით, ფატალური შემთხვევების ეს მაჩვენებელი წინა დღის მონაცემებთან შედარებით ორჯერ მეტია.

გარდა ამისა, ბრაზილიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 33 846 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და ინფიცირებულთა რიცხვმა, საერთო ჯამში, 1 402 041-ს მიაღწია.

აშშ-ის შემდეგ მსოფლიოში კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა ბრაზილიაში ფიქსირდება. აღსანიშნავია, რომ ბოლო კვირების განმავლობაში ბრაზილიის გარდა, კორონავირუსის შემთხვევები ლათინური ამერიკის სხვა ქვეყნებში - ჩილეში, პერუსა და მექსიკაშიც მნიშვნელოვნად გაიზარდა.

იხილეთ ვიდეო: ბრაზილიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 33 846 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 1 280 ადამიანი

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა