აშშ-ში კორონავირუსის 47 000 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია

აშშ-ში ერთ დღეში კორონავირუსის 47 000 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც პანდემიის დაწყებიდან დღემდე რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, კოვიდ 19-ს აშშ-ში კიდევ 1 199 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ის 14 შტატში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები ივნისის თვეში გაორმაგდა.

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა ენტონი ფაუჩიმ განაცხადა, რომ შესაძლოა, ქვეყანაში დაინფიცრების ყოველდღიურმა მაჩვენებელმა 100 000-ს გადააჭარბოს. მისი თქმით, ამერიკელების დიდი ნაწილი სოციალურ დისტანციას არ იცავს და ნიღბებს არ ატარებს, რის გამოც სიტუაცია შეიძლება უკონტროლო გახდეს.

შეგახსენებთ, როგორც კოვიდინფიცირებულების, ასევე ვირუსით დაღუპულთა რაოდენობით აშშ პირველ ადგილზე დგას მსოფლიოში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს