მთაწმინდის პანთეონში სადრენაჟე სისტემის მოწყობა დაიწყო

შპს „თბილსერვის ჯგუფის“ სანიაღვრე და სადრენაჟე ქსელების ექსპლუატაციის სამსახური მთაწმინდის რაიონში, ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში სადრენაჟე სისტემას მოაწყობს.

თბილისის მერიის ინფორმაციით, პანთეონში გრუნტის წყლების არსებობის გამო, გუბეები წარმოიქმნება, რომელთა მოცულობა უხვი ნალექის დროს იზრდება და საფლავების დატბორვის საშიშროება არსებობს. აღნიშნული პრობლემის აღმოფხვრის მიზნით, შესაბამისი სამუშაოების წარმოება „თბილსერვის ჯგუფს“ დაევალა.

მათივე ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, საფლავებსა და პანთეონის უკანა კედელს შორის სადრენაჟე სისტემა და წყლის შემკრები ჭა მოეწყობა, საიდანაც წყალი სანიაღვრე ქსელში ჩაედინება. აღნიშნულ სამუშაოებში სანიაღვრე და სადრენაჟე ქსელების ექსპლუატაციის სამსახურის თანამშრომლები არიან ჩართული. სისტემის მოწყობის პროცესი ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო