საბაუნი - სამოქმედო ორიენტირი წარმატებული დასაქმებაა

სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი მაქსიმალურად უწყობს ხელს სტუდენტებს, მიიღონ მონაწილეობა საწარმოო პრაქტიკასა და სტაჟირებაში და წარმატებულადაც დასაქმდნენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტიდან აცნობეს, უნივერსიტეტი თეორიული ცოდნის მიღებასთან ერთად, სტუდენტებს საშუალებას აძლევს, სწავლის პარალელურად პრაქტიკა წარმატებულ კომპანიებში გაიარონ, თეორიული ცოდნა და შეძენილი უნარ-ჩვევები გამოსცადონ და გაიღრმაონ.

საბაუნის ბიზნესისა და ტურიზმის ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამები პრაქტიკული სწავლების მოდელზეა აგებული და ამასთან ორიენტირებულია ისეთი უნარების გამომუშავებაზე, როგორიცაა ოპტიმალური მენეჯერული გადაწყვეტილებები. მსოფლიოსა და საქართველოში შექმნილი რთული ეკონომიკური სიტუაციის გათვალისწინებით, დახურული საწარმოებისა და შემცირებული სამუშაო ადგილების ფონზე, დასაქმების საკითხი კიდევ უფრო აქტუალური ხდება.

„ახლახან ბიზნესისა და ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტები ხათუნა მხოიანი და სანდრო გობეჯიშვილი პრაქტიკის შემდეგ წარმატებით დასაქმდნენ საბაუნის ექსკლუზიურ პარტნიორ საერთაშორისო დეველოპერულ კომპანია „ქაფრინაში“ და აგრძელებენ კარიერულ განვითარებას. პრაქტიკის გავლას კარანტინის რეჟიმმაც არ შეუშალა ხელი. სტუდენტები წარმატებით გაუმკლავდნენ დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადასვლას და ჩვეულ რეჟიმში დაბრუნებას, საბოლოოდ კი კომპანის თანამშრომლები გახდნენ“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

„საბაუნიში დაიწყო ჩემი წინსვლა და მისივე ხელშეწყობით დღესაც გრძელდება. პირველ რიგში, ძალიან აქტიური და დატვირთული სტუდენტური ცხოვრების შემდეგ, გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ერთი სემესტრი ესპანეთში სწავლის შესაძლებლობა მომეცა, რამაც დიდი გამოცდილება შემძინა, შემდეგ პრაქტიკის გასავლელად ,,ქაფრინა ჰოლდინგში“ გამოცხადებულ კონკურსში შემარჩიეს. დღეს ამ კომპანიაში მედია მარკეტინგის მიმართულებას ვუძღვები რამდენიმე ენაზე, რაც ჩემთვის ძალიან საინტერესო და საყვარელი საქმეა,“ - აღნიშნავს საბაუნის სტუდენტი ხათუნა მხოიანი.

„ჩემთვის „ქაფრინა ჰოლდინგში“ მუშაობა თეორიული ცოდნის პრაქტიკაში ადაპტირებისა და დაუფლებული უნარ-ჩვევების გაღრმავების საუკეთესო საშუალებაა. ყოველდღიურად ურთიერთობა მაქვს თანამედროვე ტექნოლოგიების წამყვან სპეციალისტებთან, რაც საშუალებას მაძლევს განვვითარდე და მივაღწიო დასახულ მიზანს“, - განაცხადა სანდრო გობეჯიშვილმა.

საბაუნის ბიზნესისა და ტურიზმის ფაკულტეტის დეკანის განცხადებით, უნივერსიტეტი და ფაკულტეტი მუდამ ზრუნავს სტუდენტების დასაქმების ხელშეწყობაზე.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია სტუდენტებს თეორიულ ცოდნასთან ერთად მივცეთ შესაძლებლობა, გაეცნონ სხვადასხვა ორგანიზაციის წარმატებულ ან წარუმატებელ მაგალითებს, შეხვდნენ დარგის წამყვან სპეციალისტებს და ტოპ მენეჯერებს, მონაწილეობა მიიღონ ბიზნეს-სიმულაციებში, რეალურად ადგილზე გაეცნონ და თავადვე გახდნენ ბიზნეს-პროცესებისა და ოპერაციების მონაწილეები. ყველა სტუდენტი პროგრამის დასკვნით ეტაპზე პრაქტიკას თავისი ინტერესისა და არჩევანის გათვალისწინებით გადის პარტნიორ ორგანიზაციებში. კურსდამთავრებულთა 90% უკვე დასაქმებულია და აქტიურად აგრძელებს კარიერულ განვითარებას უნივერსიტეტის პარტნიორ საფინანსო, საბანკო, სადაზღვევო, მარკეტინგულ, დეველოპერულ, ტურისტულ, სასტუმრო თუ სხვა მიმათულების როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში. კარანტინის შემდეგ დასაქმება, შეიძლება ითქვას, კიდევ უფრო რთული გახდა, რადგან მომავალი ჯერ კიდევ ბუნდოვანია. თუმცა ფაკულტეტის ძალისხმევითა და ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერით 30-მდე სტუდენტი უკვე გაიგზავნა სტაჟირების პროგრამებში მონაწილეობის მისაღებად სხვადასხვა კომპანიაში, რაც, ვფიქრობთ, დასაქმების კარგი წინაპირობაა“ - განაცხადა საბაუნის ბიზნესისა და ტურიზმის ფაკულტეტის დეკანმა თამთა მიქაბერიძემ.

„პრაქტიკული უნარების გამომუშავება, ბაზარზე მოთხოვნადი ცოდნის დაგროვება, სტაჟირების შესაძლებლობები, დასაქმებასა და კარიერულ ზრდაში ხელშეწყობა - ეს ის მოკლე ჩამონათვალია რაზეც მთლიანად ორიენტირებულია საბაუნის ბიზნესისა და ტურიზმის ფაკულტეტის აკადემიური გარემო.

საყურადღებოა საბაუნის სოციალური მხარდაჭერის პროგრამებიც:

ყველა აბიტურიენტი, ვინც საბაუნის სტუდენტი გახდება პირველი ან მეორე არჩევანით, 2020 წლის შემოდგომის სემესტრში, ყველა სხვა შეთავაზებასთან (ბენეფიტთან) ერთად, უფასოდ ისწავლის. დეტალურად ფაკულტეტის და შეთავაზებების გასაცნობად ეწვიეთ ვებ-გვერდს: www.sabauni.edu.ge“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს