გერმანია ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე გახდა

გერმანიამ დღეს ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობა 6 თვით გადაიბარა, - ინფორმაციას ამის შესახებ ევროკავშირის საბჭო ავრცელებს. მან თავმჯდომარეობა როტაციის პრინციპით ხორვატიისგან გადაიბარა. გერმანიის თავმჯდომარეობის პერიოდში პრიორიტეტი ევროპის ქვეყნების მიერ „კოვიდ 19“-ის პანდემიის შედეგების დაძლევა იქნება.

2009 წლის ლისაბონის შეთანხმების თანახმად, ევროკავშირის წევრები, რომლებსაც მომავალი 18 თვის განმავლობაში თავმჯდომარეობა უწევთ, ჯგუფურად თანამშრომლობენ ე.წ. „ტრიოს“ ფორმატში. სამეული განსაზღვრავს გრძელვადიან მიზნებს და ევროკავშირის დღის წესრიგს ამზადებს, რომელსაც საბჭო მომავალი 18 თვის განმავლობაში განიხილავს. თითოეული ქვეყანა კი საკუთარ 6-თვიან პროგრამას უფრო დეტალურად ამზადებს. ამჟამინდელ „ტრიოს“ წარმოადგენენ- გერმანია, პორტუგალია და სლოვენია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა