„საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” „ქუთაისი-სოხუმის“ მაგისტრალურ გაზსადენზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს

შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” მიმდინარე წლის 3 ივლისს „ქუთაისი-სოხუმის“ მაგისტრალური გაზსადენის 199.9 კილომეტრზე არსებული მონაკვეთის სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გაზის ტრანსპორტირების კომპანიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, მიმდინარე წლის 3 ივლისს 04:00 საათიდან 16:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეეეზღუდება ქალაქ ქუთაისის ნაწილსა და თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფლებს: ოდილაურს, კვახჭირს, ჭოგნარს, გოდოგანს, ნაგარევს, ბროლისქედსა და ჭალასთავს. დაგეგმილი სარემონტო სამუშაოების საჭიროებიდან გამომდინარე ბუნებრივი გაზის მიწოდება ასევე შეეზღუდება ქალაქ ბაღდადსა და ვარციხის დასახლებას, ასევე ბაღდათის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებს: ვარციხეს, დიდველას, როკითს, საიმედოს, დიმს, ზედა დიმს, ეწერს, ობჩას, პირველ და მეორე ობჩას, პირველ და მეორეფერსათს, წითელხევს, შუბანს, ნერგეეთს, დაფენილს, წყალთაშუას, წაბლარასხევსა და როხს.

მიმდინარე წლის 3 ივლისს 04:00 საათიდან 16:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეიზღუდება ვანის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებშიც: სალომინაოში, ზედა და ქვედა გორაში, ზედა და ქვედა ბზვანში, ინაშაურში, ამაღლებაში, ზეინდარში, ფერეთასა და ბაძგში. ბუნებრივი გაზის მიწოდება ასევე შეიზღუდება სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ კოპიტნარსა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ აჯამეთშიც.

შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” სისტემატურად ახორციელებს გაზსადენებისა და გაზგამანაწილებელი სადგურების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლების უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ გაზმომარაგებას.

ალექსეი მალაშენკო - ვინც არ უნდა მოიგოს საქართველოს არჩევნებში, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხებში არაფერი შეიცვლება, ამიტომ, კრემლისთვის პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს, ვინ გაიმარჯვებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2020
ზაალ ანჯაფარიძე - შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით კითხვები უფრო მეტია, ვიდრე პასუხები, რაც გამოწვეულია რამდენიმე გარემოებით
უპროცენტო განვადება და საჩუქარი მომხმარებელს - რას სთავაზობს კომპანია ,,ჯეო გლასი"
ბიზნეს-ცენტრი ატრიუმი - პრაქტიკული არჩევანი
„PSP ყველგან შენი ოჯახის გვერდით“ კამპანიის ფარგლებში ბრიტანული კონცეფციის აფთიაქი წყნეთში გაიხსნა
ტერაბანკი ბიზნესკლიენტებს საქმიანობის პოპულარიზაციაში დაეხმარება
ლიბერთი იპოთეკური სესხების სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამაში ჩაერთო