მეტროსადგურ „გოცირიძის“ რეაბილიტაცია იგეგმება

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მეტროსადგურ „გოცირიძის“ რეაბილიტაცია იგეგმება. როგორც მან თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განმარტა, მეტროსადგურ „გოცირიძის“ სრული რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის ფარგლებში მოხდება შემდეგი სამუშაოების წარმოება - სრულად გადაიხურება მეტროსადგურის ბაქანი, მოხდება სადგურის ადაპტაცია შშმ პირთათვის, დამონტაჟდება ორი ლიფტი და მოეწყობა სპეციალური ბილიკები.

„მინდა ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკის საკითხით დავიწყო, რომელიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია ჩვენი გუნდისთვის. ამ პოლიტიკაში შედის ძალიან საინტერესო მიმართულებები, ეს არის საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლება-მოწესრიგება, რომელიც ჩვენ უკვე დაწყებული გვაქვს. საზოგადოება ხედავს, რომ დაწყებული გვაქვს არსებული ავტობუსების პარკის ჩანაცვლება-განახლება. პარალელურად, მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული პროექტები, სადაც ავტობუსებისთვის, საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის შესაბამისი საავტობუსე ზოლების გამოყოფაა გათვალისწინებული, რომ გადაადგილება ყველაზე სწრაფად და კომფორტულად იყოს შესაძლებელი.

ასევე, მეტროში ვაწარმოებთ მთელ რიგ სარეაბილიტაციო სამუშაოებს, როგორც ინფრასტრუქტურული მიმართულებით, ასევე არსებული მეტროს ვაგონების გახალება-რეაბილიტაცია ხდება. გამოცხადებული გვაქვს საერთაშორისო ტენდერი ახალი ვაგონების შესყიდვასთან დაკავშირებით და უახლოეს მომავალში გვეცოდინება, თუ ვინ არის გამარჯვებული კომპანია. დღეს მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია მეტროსადგურ „გოცირიძის“ რეაბილიტაცისთან დაკავშირებით. ჩვენ გამოცხადებული გვქონდა ტენდერი ამ პროექტის განხორციელებაზე, გვყავს გამარჯვებული კომპანია, ხელშეკრულება გაფორმებულია და მომდევნო დღეების განმავლობაში უშუალოდ დაიწყება სამუშაოები. მეტროსადგურ „გოცირიძის“ სრული რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის ფარგლებში მოხდება შემდეგი სამუშაოების წარმოება- სრულად გადაიხურება მეტროსადგურის ბაქანი, მოხდება სადგურის ადაპტაცია შშმ პირთათვის, დამონტაჟდება ორი ლიფტი და მოეწყობა სპეციალური ბილიკები. რეაბილიტაცია ჩაუტარდება, როგორც სადგურის ვესტიბიულს, რომელიც მძიმე მდგომარეობაშია, ასევე ბაქანს. განახლდება და გარემონტდება თანამშრომლების მომსახურების ოთახები, თანამედროვე სტანდარტების შესაბისად სრულად გამოიცვლება სადგურის ელექტროსისტემა. ამ პროექტის ფარგლებში სრული რეაბილიტაცა ჩატარდება. ჩვენ ზოგადად, მეტროსადგურები მძიმე მდგომარეობაში გვაქვს, ერთ-ერთ მაგალითად, ვარკეთილი შემიძლია მოვიყვანო, სადაც რამდენიმე წლის წინ ჭერი ჩამოინგრა და ჯერ კიდევ მიმდინარეობს სამუშაოები, რადგან ძალიან დიდ სირთულეებთან არის საქმე ამ კონკრეტულ მეტროსადგურთან დაკავშირებით. ჩვენ გვინდა, მაქსიმალურად ვიყოთ დაზღვეულები, რომ ანალოგიური არ მოხდეს და სამუშაოები ძალიან მაღალ დონეზე იყოს შესრულებული. ასევე, პარალელურად მოგაწვდით ინფორმაციას სხვა სადგურების რეაბილიტაციასთან დაკავშირებით“,- განაცხადა კალაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო