ანრი ოხანაშვილი ჟურნალისტებს - როგორ წარმოგიდგენიათ, ძალადობა და მოსყიდვა არ ისჯება?  რომან გოცირიძე იურისტი არაა, მას ნუ დაუჯერებთ

თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ -არ ისჯება ძალადობა და მოსყიდვა? - განსაკუთრებით არჩევნების ფარგლებში. ბატონი რომანი არ არის იურისტი, ასე რომ, ნუ დაუჯერებთ მას,- ასე პასუხობს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, რომან გოცირიძის კრიტიკას საარჩევნო კოდექსზე, რომ პროექტში ასახული არ არის ძალადობასთან და მოსყიდვასთან დაკავშირებულო საკითხები.

როგორც ანრი ოხანაშვილი ამბობს, აღნიშნული საკითხები ასახულია კანონმდებლობაში და ძალადობაც და მოსყიდვაც მკაცრ პასუხისმგებლობას ექვემდებარება. მისი თქმით, საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები ფართო კონსენსუსით არის შემუშავებული და მასში გათვალისწინებულია ეუთო/ ოდირის რეკომენდაციები.

"ეს არ არის მხოლოდ "ქართული ოცნების" მიერ წარმოდგენილი საკითხი. მართალია, "ქართულმა ოცნებამ" დააინიცირა ეს პროექტი და ჩვენი წარმოდგენილია, თუმცა, ამ პროცესში ჩართული იყო ყველა დაინტერესებული სუბიექტი, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები, არასამთავრობო ორგანიზაციები. მათი ნააზრევი, მათთან ერთად მსჯელობა ამ დოკუმენტში არის ასახული. შესაბამისად, არ უნდა მივუდგეთ ამ საკითხს ისე, "ქართულ ოცნებას" სურს თუ არა რაიმე დათმოს. ჩვენი სურვილია, კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ საარჩევნო გარემო მაქსიმალური გამჭვირვალობის თვალსაზრისით. რაც შეეხება 25 მეტრიან რადიუსს, პრინციპს ვეთანხმებით, რომ რაც შეიძლება მეტი იყოს რადიუსი, მაგრამ ერთია, ეთანხმებოდე და მეორეა, როგორ უნდა აღსრულდეს ეს პრაქტიკაში. პრაქტიკაში აღსრულება ვერ მოხდება - დაახლოებით ათასი ეკიპაჟია პატრულის და როგორ უნდა გადანაწილდეს ისე უბნებზე, რომ ეს ნორმა აღსრულდეს? არგუმენტები არ აქვთ ოპონენტებს, ისინი ამბობენ, რომ კარგია რომ გაიზარდოს, როცა ჩვენ ვამბობთ, რომ ვერ აღსრულდება, არგუმენტები აღარ აქვთ,"- განაცხადა ოხანაშვილმა.

ამასთან, რომან გოცირიძის განცხადებით, ხელისუფლება ეუთოს მიერ შემოთავაზებული რეკომენდაცების დიდ ნაწილს არ ითვალისწინებს. მათ შორის, როგორც გოცირიძე ამბობს, პროექტში არაფერია ნათქვამი მოსყიდვის და ძალადობის შესახებ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს