კანონის აღსრულება, რომელიც სამშენებლო მასალების, საბურავებისა და აალებადი ნივთიერებების ცენტრალურ უბნებში უსისტემოდ და დასახლებულ პუნქტებთან ახლოს გაყიდვას კრძალავს, 1-ელი იანვრიდან დაიწყება

თბილისის მერის, კახა კალაძის ინფორმაციით, კანონის აღსრულება, რომელიც სამშენებლო-სარემონტო მასალების, საბურავებისა და აალებადი ნივთიერებების ქალაქის ცენტრალურ უბნებში უსისტემოდ და დასახლებულ პუნქტებთან ახლოს გაყიდვას კრძალავს, 2021 წლის 1-ელი იანვრიდან დაიწყება.

როგორც კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ამ კუთხით განსაკუთრებულ პრობლემას ელიავას ბაზრობა წარმოადგენს და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მერიაში დახმარების თაობაზე არა ერთი წერილი შემოვიდა.

„პანდემიის პირობებში, როდესაც საკომენდანტო საათი იყო გამოცხადებული, ჰაერის სისუფთავე გასულ წელთან შედარებით აშკარად გაუმჯობესდა. არ მოძრაობდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ავტომობილები 21:00 საათის შემდეგ და ამ ყველაფერმა შედეგი გამოიღო. ეს პრობლემა სრულად რომ მოიხსნას და არსებული სიტუაცია გავაუმჯობესოთ, ჩვენ ამ მიმართულებით გასულ წელს დავიწყეთ კანონზე მუშაობა. წარვადგინეთ საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტში და პარლამენტარების თანამშრომლობით მოხდა ამ კანონის მიღება. იქნება ეს სამშენებლო-სარემონტო მასალები, საბურავების გაყიდვა თუ აალებადი ნივთიერებები, რომლებიც ქალაქის ცენტრალურ უბნებში არის განთავსებული აბსოლუტურად უსისტემოდ და სერიოზული პრობლემაა ჩვენი ქალაქებისთვის და ირგვლივ მცხოვრები ოჯახებისთვის, კორპუსებისთვის. არაერთი წერილი შემოსულა დედაქალაქის მერიაში დახმარებაზე. განსაკუთრებით მინდა გამოვყო ელიავას ბაზრობა და მიმდებარე ქუჩები, რომლებიც არის უმძიმეს მდგომარეობაში, პირდაპირ ღია წესით ხდება სამშენებლო მასალების გაყიდვა. ეს ყველაფერი რომ მოწესრიგდეს და მივეხმაროთ სწორად განახორციელონ თავიანთი საქმიანობა, ზუსტად ამიტომ იქნა ეს კანონი შემოღებული, რომელიც უკვე ძალაში შევიდა და საკრებულომ დაამტკიცა თუ როგორ უნდა მოხდეს მათი გაყიდვა, ვაჭრობა სად უნდა ხდებოდეს და როგორი ფორმა უნდა ჰქონდეს ამ ყველაფერს.

მინდა დავავალო ვიცე-მერს ირაკლი ხმალაძეს და მოადგილე მაია ბითაძეს, ეს კანონი ძალაშია, თუმცა ჩვენ მის აღსრულებას დავიწყებთ 2021 წლის 1 იანვრიდან. გვინდა, რომ ამ ადამიანებს ჰქონდეთ გარკვეული დრო იმისთვის, რომ მოემზადონ და ეს კანონი აღასრულონ. ამისათვის საჭიროა კონკრეტული ადგილების გამოყოფა, ყოველდღიური კომუნიკაცია ამ ადამიანებთან, რომ მივცეთ მითითებები თუ როგორ უნდა მოხდეს წესების დაცვა. 1 იანვრიდან ამას მოჰყვება ძალიან მკაცრი კონტროლი და რეაგირება ვინც არ აღასრულებს კანონს,“ - განაცხადა კახა კალაძემ.

ალექსეი მალაშენკო - ვინც არ უნდა მოიგოს საქართველოს არჩევნებში, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხებში არაფერი შეიცვლება, ამიტომ, კრემლისთვის პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს, ვინ გაიმარჯვებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2020
ზაალ ანჯაფარიძე - შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით კითხვები უფრო მეტია, ვიდრე პასუხები, რაც გამოწვეულია რამდენიმე გარემოებით
უპროცენტო განვადება და საჩუქარი მომხმარებელს - რას სთავაზობს კომპანია ,,ჯეო გლასი"
ბიზნეს-ცენტრი ატრიუმი - პრაქტიკული არჩევანი
„PSP ყველგან შენი ოჯახის გვერდით“ კამპანიის ფარგლებში ბრიტანული კონცეფციის აფთიაქი წყნეთში გაიხსნა
ტერაბანკი ბიზნესკლიენტებს საქმიანობის პოპულარიზაციაში დაეხმარება
ლიბერთი იპოთეკური სესხების სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამაში ჩაერთო