სერგი კაპანაძის განცხადებით, „ევროპული საქართველო“ საარჩევნო კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებების განხილვაში იმ შემთხვევაში მიიღებს მონაწილეობას, თუ მათი მოთხოვნები გათვალისწინებული იქნება

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის სერგი კაპანაძის განცხადებით, პარტია საარჩევნო კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებების განხილვაში იმ შემთხვევაში მიიღებს მონაწილეობას, თუ მათი მოთხოვნები გათვალისწინებული იქნება.

კაპანძის თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ საარჩევნო უბნებთან გარკვეულ პერიმეტრზე თავშეყრა აკრძალული იყოს.

„ევროპულმა საქართველომ“ უკვე მრავალჯერ წარმოადგინა კონკრეტული წინადადებები. ის რაც ეხება პერიმეტრს, რომ გარკვეულ პერიმეტრზე საარჩევნო უბნებთან თავშეყრა აკრძალული იყოს, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი იმიტომ, რომ ეს არის ხოლმე დესტაბილიზაციის და დაშინების წყარო. გარდა ამისა, იქ არის საკითხები, რომლებიც ეხება პოლიტიკურ რეკლამას, რეკლამის შინაარსის შეზღუდვას და ეს არის ჩვენი მოთხოვნები. თუ მოთხოვნები იქნება გათვალისწინებული, ბუნებრივია ვაპირებთ მივიღოთ მონაწილეობა, როგორც აქამდე ვიღებდით განხილვებში მონაწილეობას და მხარი დავუჭიროთ. მაგრამ თუ არ იქნება გათვალისწინებული, არ ვაპირებთ, რომ შირმის როლი ვითამაშოთ „ქართული ოცნებისთვის“, რომელსაც იმის წარმოჩენა უნდა, რომ ეუთო-ს რეკომენდაციები გაითვალისწინა მაშინ, როდესაც კარგად ვიცით ყველამ, რომ „ქართული ოცნება“ აპირებს ძალადობაც გამოიყენოს, მოსყიდვაც და ბევრი სხვა რამეც დაარღვიოს“, - განაცხადა კაპანძემ.

ცნობისთვის, დღეს პარლამენტი რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს განიხილავს. კანონპროექტის განხილვა დაჩქარებული წესით მიმდინარეობს, რათა საარჩევნო კოდექსი კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოვიდეს და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე სისტემით ჩატარდეს.

ალექსეი მალაშენკო - ვინც არ უნდა მოიგოს საქართველოს არჩევნებში, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხებში არაფერი შეიცვლება, ამიტომ, კრემლისთვის პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს, ვინ გაიმარჯვებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2020
ზაალ ანჯაფარიძე - შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით კითხვები უფრო მეტია, ვიდრე პასუხები, რაც გამოწვეულია რამდენიმე გარემოებით
უპროცენტო განვადება და საჩუქარი მომხმარებელს - რას სთავაზობს კომპანია ,,ჯეო გლასი"
ბიზნეს-ცენტრი ატრიუმი - პრაქტიკული არჩევანი
„PSP ყველგან შენი ოჯახის გვერდით“ კამპანიის ფარგლებში ბრიტანული კონცეფციის აფთიაქი წყნეთში გაიხსნა
ტერაბანკი ბიზნესკლიენტებს საქმიანობის პოპულარიზაციაში დაეხმარება
ლიბერთი იპოთეკური სესხების სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამაში ჩაერთო