რუსეთში, 24 საათში, კორონავირუსის 6 556 შემთხვევა გამოვლინდა და 216 ადამიანი გარდაიცვალა

რუსეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 6 556 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 654 405-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია კორონავირუსთან ბრძოლის მიზნით შექმნილი ოპერატიული შტაბის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე განცხადებით, კორონავირუსით ქვეყანაში კიდევ 216 ადამიანი გარდაიცვალა და ვირუსით დაღუპულთა რიცხვმა 9 536-ს მიაღწია. ოფიციალური სტატისტიკით, რუსეთში „კოვიდ 19“-ისგან 422 931 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

ცნობისათვის, რუსეთი კოვიდინფიცირებულთა რაოდენობით მესამე ადგილზეა მსოფლიოში, აშშ-ისა და ბრაზილიის შემდეგ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო