სურსათის ეროვნული სააგენტო ჯილეხის საწინააღმდეგო ვაქცინაციას ახორციელებს

სურსათის ეროვნული სააგენტო ყოველწლიურად ატარებს ჯილეხის საწინააღმდეგო ვაქცინაციას. მიმდინარე წელს, ქვეყნის მასშტაბით, ვაქცინირებულია – 806 244 სული დაავადების ამთვისებელი (მსხვილფეხა, წვრილფეხა კენტჩლიქიანი) ცხოველი. ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, დაავადების გამოვლინების კლების ტენდენცია აღინიშნება, კერძოდ, 2019 წელს, წინა წლებთან შედარებით შემთხვევები ცხოველებში 98%-ით შემცირდა, ხოლო ადამიანებში- 87%-ით.

ჯილეხი (ციმბირის წყლული) განსაკუთრებით საშიში ინფექციური დაავადებაა, რომლითაც შინაური და გარეული ბალახისმჭამელი ცხოველები ავადდებიან, ჯილეხით ავადდება ადამიანიც. ადამიანის დასნებოვნება ძირითადად დაავადებული ცხოველის დაკვლისა და მისი ხორცის გამოყენებით ან დაბინძურებული ნიადაგიდან ხდება. ექიმთან დაგვიანებული მიმართვის შემთხვევაში შედეგი ფატალურია.

ჯილეხის სპორა ნიადაგში საუკუნეების განმავლობაში ძლებს და შესაბამის პირობებში აქტიურდება. დაავადების საეჭვო ნიშნებია მადის დაკარგვა, მაღალი ტემპერატურა, სუნთქვის გაძნელება, შესაძლოა დიარეა, ლორწოვანი გარსის შეშუპება.

სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, თუ ცხოველს დაავადების ნიშნების გამოუვლინდა, დაუკავშირდნენ სააგენტოს ადგილობრივი სამმართველოს სპეციალისტებს. დაუშვებელია დაავადებული ცხოველის დაკვლა, მკვდარი ცხოველის გაკვეთა, პირუტყვის ლეშის გადაგდება, რაც იწვევს ახალი კერის წარმოქმნას.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა