საგანგებო რეჟიმის პირობებში, ანტირეტროვირუსული მონიტორინგის მობილურ ბრიგადებს ფორსმაჟორულ პირობებში მუშაობა მოუწიათ

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ინფორმაციით, მას შემდეგ რაც ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა,ჩაიკეტა ოთხი ქალაქი და შეიზღუდა სატრანსპორტო გადაადგილება, შიდსის ცენტრის მობილური ბრიგადა შესაბამისი ნებართვის საფუძველზე, რეგიონებში ჩადიოდა და აივ-ინფიცირებულ პაციენტებს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით საჭირო მედიკამენტებს აწვდიდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრიდან აცნობეს, ქვეყნის მასშტაბით განხორციელდა 750-მდე გასვლა და 18 მარტის შემდეგ, არცერთი აივ ინფიცირებული პაციენტი არ დარჩენილა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ანტირეტროვირუსული პრეპარატების გარეშე.

,,არვ მონიტორინგის მობილური ბრიგადები ბენეფიციარებს ბინაზე აწვდიდნენ არვ მედიკამენტებს. მათ შორის თბილისის მობილურმა ბრიგადამ შეასრულა 450-მდე ვიზიტი ბინაზე თბილისსა და შემდეგ ადმინისტრაციულ ერთეულებში: რუსთავში, კაზრეთში, ბოლნისში, დმანისში, მარნეულში, პანკისის ხეობაში, თელავში, ახმეტაში, სიღნაღში, ყვარელში, წნორში, ლაგოდეხში, საგარეჯოში, მცხეთაში კასპში, გორში, ხაშურში, ბორჯომში, ასპინძაში, ახალციხეში, ადიგენში, წალკასა და ნინოწმინდაში. ხოლო ბათუმის, ქუთაისის და ზუგდიდის მობილურმა ბრიგადებმა განახორციელეს 300 - მდე ვიზიტი ბინაზე : იმერთის, აჭარა - გურიის და სამეგრელო - ზემოსვანეთის რეგიონებში. გარდა ამისა, მობილური სამედიცინო ჯგუფის მიერ მონიტორინგის მიზნით, ადგილზევე ხდებოდა ფლებოტომია (სისხლის ვენიდან აღება). არსებული საგანგებო მდომარეობის პირობებში შიდსის ცენტრის მობილურმა ბრიგადებმა წარმატებით გაართვეს თავი მათზე დაკისრებულ მოვალეობას და აღნიშნულ პერიოდში არც ერთი პაციენტი არ დარჩენილა მედიკამენტის გარეშე,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო