ეკა ბესელია - მინდა, პარტიებისთვისაც იყოს სავალდებულო და ნუ ავიწყდებათ ქალი კანდიდატები, როცა საარჩევნო სიას წერენ

პრინციპულად მიმაჩნია, რომ ამ პარლამენტმა მხარი დაუჭიროს და მეტი ქალი იყოს პარლამენტში,- ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ ჟურნალისტებთან საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, ცვლილებათა პაკეტში ეუთო/ოდირის ყველა რეკომენდაცია ასახული არ არის.

"საარჩევნო კოდექსში არის ცვლილებები, რომელსაც მე პირადად დადებითად ვაფასებ, მაგრამ არ არის ყველა რეკომენდაცია გათვალისწინებული, რაც ჰქონდა ეუთო/ოდირს, მაგალითად, იგივე საარჩევნო ადმინისტრაციის და კომისიის დაკომპლექტების წესთან დაკავშირებით. პრობლემურია ასევე, სარეკლამო დრო, რომელშიც ხვდებიან მხოლოდ კვალიფიციური პარტიები და ახალი პარტიებისთვის არ რჩება შესაძლებლობა, რომ ამომრჩეველთან დიალოგისთვის სატელევიზიო სივრცე გამოიყენონ. პრობლემურია კიდევ ერთი ჩანაწერი, რომელიც იმედია გასწორდება. კერძოდ, არჩევნებში მონაწილეობისთვის პარტიების დასარეგისტრირებლად მოთხოვნილია 5000 ამომჩევლის ხელმოწერა. ამ მოკლე დროში და პანდემიის პირობეში, როცა გვეუბნებიან, რომ მაქსიმალურად შეზღუდულია ფიზიკური კონტაქტი, არ არის ეს მარტივი. ამასთან, მე პრინციპულად მიმაჩნია, რომ ამ პარლამენტმა მხარი დაუჭიროს, რომ მეტი ქალი იყოს პარლამენტში. მე ისედაც ვაპირებ რომ პარტიაში ეს პრინციპი დავიცვა და ჩვენს სიაში ესეც იქნება წარმოდგენილი, მაგრამ მე მინდა სხვა პარტიებისთვისაც იყოს სავალდებულო, რომ ნუ ავიწყდებათ ქალი კანდიდატები, როცა სიას წერენ,"- განაცხადა ბესელიამ.

ცნობისათვის, პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე საარჩევნო კოდექსში ცვლილებების პროექტს განიხილავენ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა