ეროვნულ გამოცდებზე კონდიცირების სისტემის გამოყენებასთან დაკავშირებული რეკომენდაციები უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ 2020 წლის ეროვნული გამოცდების ჩასატარებლად მზადყოფნა დაადასტურა. როგორც მინისტრის მოადგილემ ნუნუ მიცკევიჩმა განაცხადა, გამოცდებზე მისულ აბიტურიენტებს, მაგისტრობის მსურველებსა და მასწავლებლებს უსაფრთხო გარემო დახვდებათ. მან ასევე აღნიშნა, საგამოცდო სივრცეში დაცული იქნება საჭირო დისტანცია, თითოეული მაგიდა უზრუნველყოფილი იქნება წინადამცავი ბარიერებით და ყველა სივრცე განიავდება.

„ განათლების მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტრო ადასტურებს მზადყოფნას 2020 წლის ეროვნული გამოცდების სტუდენტთა, ასევე მაგისტრობის მსურველთა კონკურსის ჩასატარებლად და შესაბამისად, მასწავლებელთა იმ ნაწილისთვისაც, რომლებიც 2020 წლის ზაფხულის გამოცდებში მიიღებენ მონაწილეობას. ჩვენ ვადასტურებთ მზადყოფნას, რომ მათ დახვდებათ უსაფრთხო გარემო კორონავირუსის პრევენციასთან დაკავშირებით. დაცული იქნება ის დისტანცია, რომელიც უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. როგორც მოგეხსენებათ, თითოეული მერხი უზრუნველყოფილია წინადამცავი ბარიერით და ამასთან ერთად, პირადი ჰიგიენის წესები არის აბსოლუტურად დაცული. ჩვენ, როგორც დაგპირდით, მუდმივ კონტაქტსა და პერმანენტულ მუშაობაში ვართ ჩართული ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებთან ერთად და უახლოეს დღეებში დაზუსტებულად მოგაწვდით ყველა იმ რეკომენდაციას, რომელიც შესრულებული იქნება განათლების სამინისტროს მიერ ყველა სექტორში, რომელიც შეუქმნის უსაფრთხო გარემოს თითოეულ გამოსაცდელს, მეთვალყურეს და ადმინისტრაციის წარმომადგენელს, რომელიც მონაწილეობას მიიღებს საგამოცდო სისტემის ორგანიზებაში. ჩვენ ვთანხმდებით ყველა იმ რეკომენდაციას, რომელიც მოწოდებული იქნება ჯანდაცვის სისტემის მიერ და მზად ვართ, შევასრულოთ. თითოეული სივრცე უზრუნველყოფილია, ტექნიკურად გამართულია კონდიციონირების სისტემა. რეკომენდაციების თანახმად, ყველა სივრცე განიავდება გამოცდების დასაწყისში და შუალედში გაიმართება სანიტარული შესვენება და დეზინფიცირებული იქნება ყველა გარემო. რაც შეეხება გაგრილების დაზუსტებულ წესებს, ამ დღეებში შემოგთავაზებთ,“- განაცხადა ნუნუ მიცკევიჩმა.

იხილეთ ვიდეო: გამოცდებზე კონდიცირების სისტემის გამოყენებასთან დაკავშირებული რეკომენდაციები უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს