საქართველოს ეროვნული ბანკის აუდიტს KPMG ჩაატარებს

პარლამენტმა ეროვნული ბანკის 2020-2021 წლის ანგარიშგების აუდიტის განხორციელებისთვის აუდიტორი შეარჩია,- ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ეროვნული ბანკიდან აცნობეს.

სებ-ის ცნობით, გარე აუდიტს აუდიტორული კომპანია KPMG ჩაატარებს. საკონკურსო კომისიამ, რომელსაც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე ხელმძღვანელობს, არჩევანი კონკურსში მონაწილე სამ საერთაშორისო აუდიტორულ კომპანიას შორის გააკეთა. გამარჯვებულად , საუკეთესო ტექნიკური და ფინანსური წინადადებების გათვალისწინებით KPMG დასახელდა.

„ეროვნული ბანკის დამოუკიდებელი აუდიტორის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობას მსოფლიოს სამი უმსხვილესი აუდიტორული კომპანია, ე.წ. „დიდი ოთხეული“ წევრი- Ernst&Young, Deloitte Touche-Tohmatsu და KPMG იღებდა. გაიმარჯვა KPMG -მა, რომელსაც პარლამენტს დასამტკიცებლად სესიაზე წარვუდგენთ“, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

კონკურსში მონაწილე აუდიტორული ფირმების მიერ წარმოდგენილი დალუქული კონვერტები, კერძოდ ტექნიკური წინადადებები კომისიის წინა სხდომაზე, ხოლო ფინანსური წინადადებები დღეს, აუდიტორული ფირმების წარმომადგენლების თანდასწრებით გაიხსნა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს