პროკურატურამ ჩუმლაყში, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის პირს ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში, განზრახ მკვლელობისთვის და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარებისთვის, დ.ნ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე; 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა’’ ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით წარუდგინა.

უწყების ცნობით, შსს-ს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 28 ივნისს, დაახლოებით 21:00 საათზე, გურჯაანის რაიონის სოფელ ჩუმლაყში, დ.ნ-ს სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოუხდა ა.მ.-სთან და შ.მ.-სთან. დ.ნ.-მ, მის სახელზე რეგისტრირებული პისტოლეტიდან, რომელსაც მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა, შურისძიების მოტივით განზრახ მოკვლის მიზნით დამიზნებით ესროლა შ.მ-ს და ა.მ-ს. შ.მ. მიყენებული ცეცხლნასროლი ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა, ხოლო ა.მ.-ს ჯანმრთელობის დაზიანების გამო, საავადმყოფოში შესაბამისი მკურნალობა უტარდება.

მათივე ინფორმაციით, სამართალდამცველებმა დ.ნ. 2020 წლის 29 ივნისს დააკავეს. მისი პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებულ იქნა მის სახელზე რეგისტრირებული პისტოლეტი მჭიდში მოთავსებული 4 ცალი ვაზნით. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება. დ.ნ.-სთვის წარდგენილი ბრალდება თავისუფლების აღკვეთას 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დღესვე ბრალდების მხარე, ბრალდებულ დ.ნ.-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე თელავის რაიონულ სასამართლოს მიმართავს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა