თურქეთში ჩაძირულ ნავზე 60-მდე მიგრანტი იმყოფებოდა

თურქეთის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ვანის ტბაში ნავი ჩაიძირა, რომელზეც 60-მდე მიგრანტი იმყოფებოდა, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრ სულეიმან სოილუზე დაყრდნობით ავრცელებს.

სოილუს განცხადებით, ამ დროისთვის ნაპოვნია გემზე მყოფი 6 ადამიანის ცხედარი, სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება.

შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, შაბათს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით 11 პირია დაკავებული.

ცნობისათვის, ვანის ტბა ირანის საზღვართან ახლოს მდებარეობს, საიდანაც მიგრანტები რეგულარულად ცდილობენ თურქეთში გადასვლას, რათა შემდგომ ევროპაში მოხვდნენ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა