ირაკლი კობახიძე - ერთი ქალი თუ არ შეუძლია მოძებნოს „ევროპულ საქართველოს“, მაშინ რა უნდა არჩევნებში?!

ერთი ქალი უნდა მოძებნოს „ევროპულმა საქართველომ“ იმისთვის, რომ 4 კაცით რომ შემოვლენ პარლამენტში, ერთი ქალიც იყოს. ერთი ასეთი ქალი თუ არ შეუძლიათ მოძებნონ, მაშინ რა უნდათ არჩევნებში?! - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ „საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების განხილვისას განაცხადა.

მისივე თქმით, ინიცირებული კანონპროექტის მიხედვით, გენდერული კვოტირების ფარგლებში ყოველი პარტიის საარჩევნო სიაში ყოველი მეოთხე ქალი უნდა იყოს.

„წარმოვიდგინოთ, ერთ-ერთი რადიკალური ოპოზიციური პარტია „ევროპული საქართველო“, რომელსაც 3 %-ით შეუძლია შეიყვანოს ოთხი კანდიდატი პარლამენტში. ამ შემთხვევაში მათ უწევთ, ერთი ისეთი კანდიდატი ქალის მოძებნა, რომელიც არის თან კვალიფიციური და იმსახურებს დეპუტატობას და თან იზიარებს „ევროპული საქართველოს“ იდეოლოგიას. ერთი ასეთი ქალი თუ არ შეუძლიათ მოძებნონ, მაშინ რა უნდათ არჩევნებში? ერთი ქალი უნდა მოძებნოს „ევროპულმა საქართველომ“ იმისთვის, რომ 4 კაცით რომ შემოვლენ პარლამენტში, ერთი ქალიც ჰყავდეთ ამ ოთხ კანდიდატს შორის,“ - განაცხადა კობახიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო