საქველმოქმედო ორგანიზაცია Humanity First-სა და „სიმსივნის მართვის ცენტრს“ შორის ონლაინ შეხვედრა გაიმართა

საქველმოქმედო ორგანიზაცია Humanity First-სა და „სიმსივნის მართვის ცენტრს“ შორის საერთაშორისო ონლაინ შეხვედრა გაიმართა, რომელიც კიბოს წინააღმდეგ ყოვლისმომცველი სტრატეგიის შემუშავებას, უცხოელი ექსპერტების გამოცდილების გაზიარებას, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას და დაფინანსების სქემების გაზიარებას ითვალისწინებს. აღნიშნულ ინფორმაციას პარტია „ახალი საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, შეხვედრას „ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე, ჯანდაცვის სფეროს ექსპერტები და სანდრა რულოვსი ესწრებოდნენ.

გიორგი ვაშაძის განაცხადებით, ძირითად მიზანს სხვა მიმართულებებთან ერთად, კიბოს ყოვლისმომცველი სტრატეგიის შემუშავება წარმოადგენს.

„კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო ონლაინ შეხვედრა შედგა სიმსივნისა საკითხებთან დაკავშირებით. არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ჩვენ დავაფუძნეთ - „სიმსივნის მართვის ცენტრი" უკვე საქმიანობის აქტიურ ფაზაში შევიდა. ჩვენი ძირითადი მიზანი სხვა მიმართულებებთან ერთად არის კიბოს ყოვლისმომცველი სტრატეგიის შემუშავება, რომელიც უნდა გახდეს ძირითადი ბაზისი კიბოს მართვის საკითხების გაუმჯობესებისთვის საქართველოში. ჩვენ უკვე დავიწყეთ ამ სტრატეგიაზე მუშაობა, რათა უფრო ყოვლისმომცველი, კონკრეტული გახდეს ეს სტრატეგიები და მიმართულები. უცხოელი ექსპერტები ჩვენს ექსპერტებთან ერთად გვეხმარებიან თავიანთი კონკრეტული გამოცდილების გაზიარებით და ასევე იმ თანამედროვე ტექნოლოგიების, დაფინანსების სქემების, მიდგომების დანერგვასა და გაზიარებაში, რათა ეს ყველაფერი იყოს განხილული, მოხვედრილი და ყოვლისმომცველი ჩვენი სტრატეგია. ბრიტანელ ექსპერტებთან ერთად საკმაოდ საინტერესო შეხვედრა შედგა და მსგავსი შეხვედრები ჯერჯერობით ონლაინ და შემდგომ უკვე, როდესაც მოხდება საზღვრების გახსნა და მდგომარეობაც მოგვცემს შესაძლებლობას უახლოეს პერიოდში დიდი კონფერენცია მივუძღვნათ კიბოს საკითხებს, რომელიც საქართველოში ჩატარდება”, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა