ელექტროენერგეტიკული ბაზრის მომავალი მოდელი და მასთან დაკავშირებული რეფორმის დეტალები განიხილეს

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) ენერგეტიკის კომიტეტის ფარგლებში ბაზრის მონაწილეებმა ელექტროენერგეტიკული ბაზრის მომავალი მოდელი და მასთან დაკავშირებული ფუნდამენტური რეფორმის დეტალები განიხილეს,- ამის შესახებ ბიზნეს ასოციაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

BAG-ის ინფორმაციით, შეხვედრაზე, რომელსაც ეკონომიკის მინისტრის მოადგილე დავით თვალაბეიშვილი, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე, დავით ნარმანია, ენერგეტიკული ბირჟის დირექტორი, ირინა მილორავა, სს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის რეაბილიტაციის მმართველი, უჩა უჩანეიშვილი და ესკოს გენერალურ დირექტორი ზაზა დვალიშვილი ესწრებოდნენ, ასოციაციის წევრ კომპანიებს შესაძლებლობა ჰქონდათ მოესმინათ ინფორმაცია ელექტროენერგიის ბაზრის წესების პროექტის შესახებ, რომელიც ამჟამად საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით განიხილება სემეკში და განსაზღვრავს ელქტროენერგეტიკული ბაზრის მოწყობის პრინციპებს. აღნიშნული რეფორმა ერთნაირად მნიშვნელოვანია, როგორც ელექტროენერგიის წარმოება, გადაცემასა და განაწილებაში ჩართული კომპანიებისთვის, ასევე ყველა საბოლოო მომხმარებლისთვის, რომელთა ნაწილსაც მომავალში მოუწევს პირდაპირ მომხმარებლად დარეგისტრირება და ელექტროენერგიის ენერგეტიკულ ბირჟაზე შეძენა.

„რეფორმა იმდენად ფუნდამენტური და მნიშვნელოვანია, რომ აუცილებელია, ბაზრის მონაწილეების მაქსიმალური ჩართულობა: მათი, ვისაც უკვე უწევს შესაბამის პლატფორმაზე ელექტროენერგიის გაყიდვა და შეძენა და იმათიც, ვისაც რამდენიმე წელიწადში აღნიშნული ვალდებულება გაუჩნდებათ. მთავარია, რომ უახლოესი ერთი წლის განმავლობაში ბაზარი იმუშავებს სატესტო რეჟიმში და ამის შემდეგ კიდევ ერთხელ იქნება შესაძლებელი მივუბრუნდეთ დოკუმენტს აუცილებელი კორექტივების შესატანად“, - განაცხადა შეხვედრის დასასრულს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა.

მან დიდი მადლობა გადაუხადა ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს და მოწვეულ სტუმრებს მაღალი ინტერესისა და პროცესში აქტიური ჩართულობისთვის.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს