ბაჩანა შენგელიას ინფორმაციით, სასამართლომ იუსტიციის სამინისტროს მისთვის სანოტარო საქმიანობის აღდგენა დაავალა

ბაჩანა შენგელიას ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ მისი განცხადება დააკმაყოფილა და იუსტიციის სამინისტროს მისთვის სანოტარო ელექტრონულ რეესტრთან და სანოტარო საქმიანობისთვის საჭირო ყველა პროგრამასთან წვდომის აღდგენა დაავალა.

„პირველი მნიშვნელოვანი გამარჯვება! საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა ჩემი განცხადება და იუსტიციის სამინისტროს დაავალა ჩემთვის სანოტარო ელექტრონულ რეესტრთან და სანოტარო საქმიანობისთვის საჭირო ყველა პროგრამასთან წვდომის აღდგენა. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი”, - წერს შენგელია.

ცნობისთვის, ბაჩანა შენგელიას ინფორმაციით, მას 19 ივნისს ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე სანოტარო საქმიანობა შეუზღუდეს. აღნიშნულთან დაკავშირებით შენგელიამ იუსტიციის სამინისტრო დაადანაშაულა და პროკურატურას ამ საქმეზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართა. მან ასევე მიმართა არასამთავრობო ორგანიზაციებს და სახალხო დამცველს, შეისწავლონ აღნიშნული ფაქტი და მოახდინონ შესაბამისი რეაგირება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა