ეკა ბესელია - მე ვაპირებ ამ არჩევნებში ისეთი სია წარმოვადგინო, სადაც ყოველი სამიდან ერთი განსხვავებული სქესი, კაცი იქნება და მეტი ქალი იქნება წარმოდგენილი

მე პირადად ვაპირებ ამ არჩევნებში ისეთი სია წარმოვადგინო, სადაც ყოველი სამიდან ერთი განსხვავებული სქესი, კაცი იქნება და მეტი ქალი იქნება წარმოდგენილი. სხვა პარტიებისთვის მინდა იყოს ეს სავალდებულო, როცა „ავიწყდებათ“ ქალი კანდიდატები, - ასე გამოეხმაურა პლენალურ სხდომაზე დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია გენდერულ კვოტირებასთან დაკავშირებით გამართულ დისკუსიას.

მისივე თქმით, როცა საუბარია საარჩევნო სიის ყოველ ოთხ ადამიანში ერთი განსხვავებული სქესის ადამიანზე, აქ საუბარია განსხვავებული სქესის ადამიანზე და არ არის საუბარი მხოლოდ ქალზე, შეიძლება იყოს კაციც.

„ვინც ამ ტერმინებს ვიყენებთ და განმარტებებს ვაკეთებთ, იქნებ სწორად იყოს განმარტებული. იქ, სავალდებულო კვოტირებაზე არ წერია, რომ განსხვავებულ სქესში მხოლოდ ქალი იგულისხმება. ქალთა სიას თუ წარმოადგენს რომელიმე პარტია მაგალითად და ყველა ქალი იქნება, იქ განსხვავებული სქესი ანუ უნდა იყოს კაცი, კაციც უნდა ეწეროს. თანაბრობაზე და თანასწორობაზეა ხაზგასმა აქ. ამიტომ ძალიან ღირებულია ეს და შეურაცხმყოფელი ისაა, რომ საარჩევნო სიის შედგენის დროს ყველა პარტიას იშვიათი გამონაკლისის, მაგალითად ამ პარლამენტში „პატრიოტთა ალიანსის“ გარდა, ავიწყდებათ ქალი კანდიდატები.

მე პირადად ვაპირებ ამ არჩევნებში ისეთი სია წარმოვადგინო, სადაც ყოველი სამიდან ერთი განსხვავებული სქესი იქნება და მეტი ქალი იქნება წარმოდგენილი. სხვა პარტიებისთვის მინდა იყოს ეს სავალდებულო, როცა „ავიწყდებათ“ ქალი კანდიდატები, არა კი არ ავიწყდებათ, ძალიან კარგად ახსოვთ, მაგრამ იმდენად ბევრი ხელოვნური ბარიერია, შედეგად კი მივიღებთ 2028 წლამდეც ქალების დაბალი მაჩვენებლით პარლამენტს“, - აღნიშნა ბესელიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა