სოფო კილაძე ბაჩანა შენგელიას შესახებ - წულუკიანის მხრიდან ვინმეზე ზეწოლა არ მინახავს - სასამართლომ მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც თავად ჩათვალა სამართლიანად

ეს არის კიდევ ერთი არგუმენტი ოპონენტებთან მიმართებით, რომლებიც ამბობენ, რომ სასამართლოში არის კლანი, “ქართული ოცნება” აკონტროლებს ამ კლანს და სასამართლო მთლიანად პოლიტიზირებულიაო, ვხედავთ, სასამართლომ მიიღო ის გადაწყვეტილება, რომელიც თავად ჩათვალა სამართლიანად,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოფო კილაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა სასამართლოს დადგენილებას, რომ ბაჩანა შენგელაიას სანოტარო ელექტრონულ რეესტრთან და სანოტარო საქმიანობისთვის საჭირო ყველა პროგრამასთან წვდომა აღუდგეს.

კილაძე აცხადებს, რომ იუსტიციის მინისტრის მხრიდან ადამიანზე ზეწოლის ფაქტი არ უნახავს და ის ღირსეული მინისტრია.

“ქალბატონი თეა წულუკიანის მხრიდან ვინმეზე ზეწოლა არ მინახავს და მგონია, რომ ეს არის წმინდა წყლის სპეკულაცია. ზეწოლა მე მახსოვს ადეიშვილის დროს, როდესაც იუსტიციის სამინისტრო ზეწოლას ახდენდა ადამიანებზე. თეა წულუკიანი არის ღირსეული მინისტრი. რაც შეეხება ბაჩანა შენგელიას ეპიზოდს, არის ჩვეულებრივი სამართლებრივი პროცედურა, სასამართლომ მიიღო ის გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო და ეს არის კიდევ ერთი არგუმენტი ოპონენტებთან მიმართებით, რომლებიც ამბობენ, რომ სასამართლოში არის კლანი, “ქართული ოცნება” აკონტროლებს ამ კლანს და სასამართლო მთლიანად პოლიტიზირებულიაო, ვხედავთ, სასამართლომ მიიღო ის გადაწყვეტილება, რომელიც თავად ჩათვალა სამართლიანად და სწორად”,- განაცხადა კილაძემ.

ცნობისთვის, როგორც თავად ბაჩანა შენგელია აცხადებს, სასამართლომ მისი განცხადება დააკმაყოფილა და იუსტიციის სამინისტროს დაავალა მისთვის სანოტარო ელექტრონულ რეესტრთან და სანოტარო საქმიანობისთვის საჭირო ყველა პროგრამასთან წვდომის აღდგენა. შეგახსენებთ, რომ მანამდე ბაჩანა შენგელიას იუსტიციის სამინისტრომ სანოტარო საქმიანობა შეუწყვიტა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა