საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრებად პარლამენტმა ზაზა აბაშიძის, ბონდო მძინარაშვილის და გრიგოლ მურღულიას კანდიდატურები დაამტკიცა

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრებად პარლამენტმა ზაზა აბაშიძის (98 მომხრე), ბონდო მძინარაშვილის (95 მომხრე, 13 წინააღმდეგი) და გრიგოლ მურღულიას (92 მომხრე, 1 წინააღმდეგი) კანდიდატურები დაამტკიცა.

პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სესიაზე კენჭი სულ ოთხ კანდიდატს უყარეს, თუმცა, დოდო შონავას კანდიდატურა ჩავარდა (44 მომხრე, 4 წინააღმდეგი).

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის - მეურვეობის კანდიდატის შესარჩევი საპარლამენტო საკონკურსო კომისიის მიერ პარლამენტისთვის ზაზა აბაშიძის, თამარ ამაშუკელის, ნათია კაპანაძის, გრიგოლ მურღულიას, ბონდო მძინარაშვილის, დოდო შონავას, კონსტანტინე ჩლაიძის და ზაურ ხალილოვის კანდიდატურები იყო წარდგენილი.

აღსანიშნავია, რომ პარლამენტის პლენარულ სესიას, სადაც ამ წუთებში კანონპროექტებს კენჭს უყრიან, „ევროპული საქართველოს" წევრები ესწრებიან. სხდომაზე ისინი რამდენიმე წუთის წინ მივიდნენ და სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატთა კენჭისყრაში მიიღეს მონაწილეობა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა