ეროვნული ბიბლიოთეკა და ორგანიზაცია „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ მემორანდუმის ფარგლებში ახალ ეკოაქტივობებს იწყებენ

2 ივლისს, ეროვნული ბიბლიოთეკა და გარემოსდაცვითი ორგანიზაცია „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ეროვნული ბიბლიოთეკის მესამე კორპუსში მდებარე მარო მაყაშვილის ბაღში, თანამშრომლობის მემორანდუმს გააფორმებენ, - ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბიბლიოთეკა ავრცელებს.

მათივე ცნობით, მემორანდუმის ფარგლებში მნიშვნელოვანი ერთობლივი ინიციატივები დაიგეგმება და ეტაპობრივად განხორციელდება.

„ეს ინიციატივა ხელს შეუწყობს გარემოსდაცვითი თემების ირგვლივ საზოგადოების ცნობიერების ზრდას, ეკოაქტივიზმის წახალისებას და ხელშეწყობას. ამ შეთანხმების მთავარი მიმართულება ეროვნული ბიბლიოთეკის ციფრული პლატფორმის ბაზაზე ეკოთეკის შექმნა იქნება, რაც მიზნად ისახავს ერთ სივრცეში გააერთიანოს ყველა იმ ორგანიზაციის, კომპანიის თუ კერძო პირის ვიზუალური მასალა, რაც მათ გარემოსდაცვით აქტივობებს ასახავს. ამ ეტაპზე ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდში არსებობს სხვადასხვა დროის ფოტოები, პლაკატები, პუბლიკაციები, რომლებიც გარემოსდაცვითი თემების ირგვლივ ფრაგმენტულ ინფორმაციას გვაძლევს და საჭიროებს როგორც ძველი, ასევე უახლესი პერიოდის მასალებით შევსებას. ეკოთეკის საშუალებით ყველა მსურველს ექნება შესაძლებლობა ერთ სივრცეში ნახოს და გაეცნოს სხვადასხვა დროს საქართველოში განხორციელებულ გარემოსდაცვით აქტივობებს და გაიცნოს მასში ჩართული ადამიანები. მემორანდუმის ფარგლებში ეროვნული ბიბლიოთეკა ასევე აიღებს ვალდებულებას, სივრცე პერიოდულად დაუთმოს გარემოსდაცვისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს. ორგანიზაცია „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ კი საერთაშორისო პროექტ ეკოსკოლის ფარგლებში საგანმანათლებლო მასალებს სოფლის ბიბლიოთეკებშიც გაავრცელებს და შემეცნებით გარემოსდაცვით აქტივობებს განახორციელებს,"-ნათქვამია ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს