სოფო კილაძე საფრანგეთის ელჩს შეხვდა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე საფრანგეთის სრულუფლებიან ელჩს დიეგო კოლასს შეხვდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ფრანგ დიპლომატს კომიტეტის საქმინობა გააცნო და იმ საკანონმდებლო ინიციატივების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომელსაც საქართველოს პარლამენტი განიხილავს.

„საფრანგეთის ელჩმა, კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ორ ქვეყანას შორის მჭიდრო თანამშრომლობას და სოფო კილაძეს მადლობა გადაუხადა ბავშვთა უფლებების მიმართულებით გაწეული სამუშაოებისთვის. მხარეები შეთანხმდნენ კონკრეტულ პროექტებზე. კერძოდ, კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშვებისთვის და ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების მიმართულებით საფრანგეთთან ერთად, კომიტეტი კონკრეტულ პროგრამებს შეიმუშავებს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ალექსეი მალაშენკო - ვინც არ უნდა მოიგოს საქართველოს არჩევნებში, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხებში არაფერი შეიცვლება, ამიტომ, კრემლისთვის პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს, ვინ გაიმარჯვებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2020
ზაალ ანჯაფარიძე - შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით კითხვები უფრო მეტია, ვიდრე პასუხები, რაც გამოწვეულია რამდენიმე გარემოებით
უპროცენტო განვადება და საჩუქარი მომხმარებელს - რას სთავაზობს კომპანია ,,ჯეო გლასი"
ბიზნეს-ცენტრი ატრიუმი - პრაქტიკული არჩევანი
„PSP ყველგან შენი ოჯახის გვერდით“ კამპანიის ფარგლებში ბრიტანული კონცეფციის აფთიაქი წყნეთში გაიხსნა
ტერაბანკი ბიზნესკლიენტებს საქმიანობის პოპულარიზაციაში დაეხმარება
ლიბერთი იპოთეკური სესხების სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამაში ჩაერთო