„ალდაგმა“, ბათუმის ოფისში, კომპანია MGL Georgia-სთვის ტვირთების დაზღვევასა და გადამზიდავი კომპანიების პასუხისმგებლობის დაზღვევაზე საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარა

სადაზღვევო კომპანია „ალდაგმა“, ბათუმის ოფისში, კომპანია MGL Georgia-სთვის ტვირთების დაზღვევასა და გადამზიდავი კომპანიების პასუხისმგებლობის დაზღვევაზე საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ალდაგიდან“ აცნობეს.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, შეხვედრის მიზანი იყო MGL Georgia-ს მომხმარებელი კომპანიებისათვის დაზღვევის პროდუქტების შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება, რათა ამ კომპანიებმა სრულფასოვნად შეძლონ ტვირთების გადაზიდვასთან დაკავშირებული რისკების დაზღვევა.

„MGL Georgia ქართულ-ბულგარული სატრანსპორტო-საექსპედიტორო კომპანიაა, რომელიც ფლობს „ა“კლასის გადამზიდავის სტატუსს და აქვს NVOCC ლიცენზია. არის საერთაშორისო ორგანიზაციების WCA, FIATA, AFG, NSBS წევრი და კოპანიებს სთავაზობს საერთაშორისო გადაზიდვებს რკინიგზით, ხმელეთით, ჰაერით და ზღვით, ასევე სასაწყობე მომსახურეობას და საბაჟო სერვისს.

MGL Georgia-სთან ალდაგს მრავალწლიანი პარტნიორობა აკავშირებს. კომპანია წლების განმავლობაში სარგებლობს ალდაგის სადაზღვევო პროდუქტებით, როგორიცაა: კონტეინერების დაზღვევა, გადამზიდავის პასუხისმგებლობის დაზღვევა, ტვირთების დაზღვევა, ავტომობილების დაზღვევა.

„MGL Georgia ალდაგის სტრატეგიული პარტნიორია. ალდაგი ერთი მხრივ აზღვევს MGL Georgias პასუხისმგებლობას, და მეორე მხრივ, MGL Georgia-ს კლიენტებს სთავაზობს ტვირთების დაზღვევას და სხვა სადაზღვევო გადაწყვეტებს, რომლებიც მათ ტვირთს სხვადასხვა სატრანსპორტო რისკებისგან დააზღვევს,. შეხვედრის მიზანი იყო MGL Georgia-სთვის ალდაგის პროდუქტებისა და შეთავაზებების შესახებ სრული და ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება, რათა მათ შეძლონ უზრუნველყონ თავისი კლიენტები დაზღვევის სრულფასოვანი პაკეტებით,“- განაცხადა ალდაგის ბათუმის ოფისის დირექტორმა, ნონა ბარამიამ.

ამასთან, როგორც MGL Geogria-ს დირექტორმა ლალი ოყუჯავამ აღნიშნა, MGL ჯგუფი მრავალი წელია სთავაზობს ბაზარს რისკების სწორად შეფასებას და მათ პრევენციას.

„გამოცდილი და სანდო პარტნიორების მეშვეობით ჩვენი კომპანია ნერგავს ბაზარზე უსაფრთხო მომსახურებას, რომელიც დაფუძნებულია სწორი ინფორმაციის გაცვლაზე,“- განაცხადა მან.

ალექსეი მალაშენკო - ვინც არ უნდა მოიგოს საქართველოს არჩევნებში, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხებში არაფერი შეიცვლება, ამიტომ, კრემლისთვის პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს, ვინ გაიმარჯვებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2020
ზაალ ანჯაფარიძე - შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით კითხვები უფრო მეტია, ვიდრე პასუხები, რაც გამოწვეულია რამდენიმე გარემოებით
უპროცენტო განვადება და საჩუქარი მომხმარებელს - რას სთავაზობს კომპანია ,,ჯეო გლასი"
ბიზნეს-ცენტრი ატრიუმი - პრაქტიკული არჩევანი
„PSP ყველგან შენი ოჯახის გვერდით“ კამპანიის ფარგლებში ბრიტანული კონცეფციის აფთიაქი წყნეთში გაიხსნა
ტერაბანკი ბიზნესკლიენტებს საქმიანობის პოპულარიზაციაში დაეხმარება
ლიბერთი იპოთეკური სესხების სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამაში ჩაერთო