დადგენილების პროექტი, რომელიც საერთო სასამართლოებში კლანური მმართველობის შეფასებას შეეხება, პარლამენტმა ჩააგდო

დადგენილების პროექტი, რომელიც საერთო სასამართლოებში კლანური მმართველობის შეფასებას შეეხება, პარლამენტმა ჩააგდო. მას მხარი მხოლოდ 19-მა დეპუტატმა დაუჭირა.

დადგენილების პროექტი, რომლის ინიციატორები დეპუტატები ეკა ბესელია, ზვიად კვაჭანტირაძე და ნატო ჩხეიძე არიან, გულისხმობს:

  1. აღიარებული იქნას სასამართლოში არსებული სისტემური პრობლემა კლანური მმართველობის სახით;
  2. შეიქმნას სასამართლო სისტემაში არსებული ვითარების შემსწავლელი კომისია, რომლის შემადგენლობაში შევლენ როგორც საპარლამენტო, ასევე, არასაპარლამენტო პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო საზოგადოების, საერთაშორისო ორგანიზაციების, აკადემიური წრეების წარმომადგენლები;
  3. კომისიამ 2020 წლის 1-ელ თებერვლამდე შეისწავლოს სასამართლო სისტემაში არსებული მდგომარეობა, განსაკუთრებით, კლანური მმართველობის კუთხით და წარმოადგინოს სასამართლო სისტემის გაჯანსაღების გეგმა, ასევე, საკანონმდებლო წინადადებები კლანური მმართველობის და მისი ნეგატიური შედეგების აღმოფხვრის მიზნით;
  4. 2020 წლის 20 აპრილამდე საქართველოს პარლამენტმა მიიღოს საკანონმდებლო ღონისძიებები სასამართლოში არსებული კლანური მმართველობის დასრულების და სასამართლო სისტემის რეალური რეფორმირების მიზნით.
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო