მამუკა ხაზარაძე - საქართველოს ძლიერება მის მრავალფეროვნებასა და მრავალეროვნულობაშია და ჩვენ ეს მიწა გვაერთიანებს

სოფლის მეურნეობაში ახალი ტექნოლოგიების დანერგვით მარნეული გახდება საექსპორტო სასურსათო პროდუქციის წარმოების ეპიცენტრი, რაც რეგიონს ეკონომიკურად განავითარებს, - ამის შესახებ მარნეულში ,,ლელო საქართველოსთვის“ რაიონული ორგანიზაციის გახსნისას პარტიის ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

პარტიის ლიდერის აზრით, მარნეულს აქვს უდიდესი პოტენციალი, სამეურნეო პროდუქცია ექსპორტზე გაიტანოს და ამით ქვეყნისა და რეგიონის ეკონომიკური მდგომარეობის გამოსწორებას შეუწყოს ხელი. მისივე თქმით, „ლელოს“ აქვს ზუსტი გეგმა, თუ როგორ უნდა განავითაროს მარნეულმა სოფლის მეურნეობა.

„მარნეული არის განსაკუთრებული შემთხვევა ჩვენთვის, თავისი მრავალეთნიკურობიდან გამომდინარე, რადგან საქართველოს ძლიერება მის მრავალფეროვნებასა და მრავალეროვნებაშია და ჩვენ ეს მიწა გვაერთიანებს. მარნეული უნდა იყოს ბიზნესის სოფლის მეურნეობის და იმ საქმის კლასტერი, რომელიც ორიენტირებული იქნება არა მხოლოდ თბილისის, არამედ მსოფლიო ბაზრებზე. ის გამოცდილება, რომელიც წლების განმავლობაში ჩამოაყალიბა ამ ხალხმა, უნდა გავხადოთ საერთაშორისო საქმედ. სწორედ ამიტომ, „ლელოს“ გეგმაა ამ რეგიონის საკმაოდ სერიოზულ ბიზნეს ცენტრად გადაკეთება. ამის საშუალებას მოგვცემს ის გამოცდილება, რომელიც რეგიონს სოფლის მეურნეობაში აქვს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ძალისხმევა უნდა ჩავდოთ მის განვითარებაში - სოფლის მეურნეობაში ახალი ტექნოლოგიების დანერგვით და ახალი ცოდნის შემოტანით მარნეული უნდა გახდეს საექსპორტო სასურსათო პროდუქციის წარმოების ეპიცენტრი,“ - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ, რომლის კომენტარს „ლელო საქართველოსთვის“ პრესსამსახური ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო