ირაკლი კობახიძის განცხადებით, იმაზე, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაში დავით ჭიჭინაძეს, ემზარ კვიციანს და ადა მარშანიას მონაწილეობა არ მიეღოთ, "ნაცმოძრაობამ" და "ევროპულმა საქართველომ" "იმუშავეს"

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, იმაზე, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაში დავით ჭიჭინაძეს, ემზარ კვიციანს და ადა მარშანიას მონაწილეობა არ მიეღოთ, "ნაციონალურმა მოძრაობამ" და "ევროპულმა საქართველომ" "იმუშავეს".

მისი თქმით, მმართველ გუნდს ამის დამადასტურებელი კონკრეტული ფაქტების შესახებ აქვს ინფორმაცია.

"ჭიჭინაძე მანამდე გაწიეს კენჭისყრიდან, შემდეგ ეს იყო კვიციანი, შემდეგ ადა მარშანია. კონკრეტული ინფორმაცია გვაქვს ამ ფაქტებთან დაკავშირებით. ნაცმოძრაობა არა მხოლოდ თვითონ არ იღებდა თავისი "ევროპული საქართველოთი" მონაწილეობას კენჭისყრაში, არამედ აქტიურად მუშაობდა იმისათვის, რომ ეს საკითხი ჩავარდნილიყო, თუმცა, ხედავთ, არ გამოუვიდათ, ვერ ჩამოწიეს მხარდაჭერა 112 ხმამდე და საბოლოო ჯამში, დამტკიცდა ეს პროექტი," - განაცხადა კობახიძემ.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს