ანრი ოხანაშვილი - “ნაციონალური მოძრაობა” და “ევროპული საქართველო” აგრძელებენ დაღმასვლას, თავს ფსიქოლოგიურად ამზადებენ, რომ ვერ ან მცირე რაოდენობით მოხვდებიან პარლამენტში

“ნაციონალური მოძრაობა” და “ევროპული საქართველო” აგრძელებენ დაღმასვლას, ემზადებიან რომ არიან 3%-იანი მხარდაჭერის მქონე პარტიები და ალბათ, საკუთარ თავს ფსიქოლოგიურად ამზადებენ, რომ ან ვერ მოხვდებიან ან მცირე რაოდენობით მოხვდებიან პარლამენტში , - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, გასაკვირი არ იქნება, რომ მას შემდეგ, რაც აღნიშნულმა პარტიებმა საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი არ დაუჭირეს, არც საარჩევნო კოდექსში ცვლილებების კენჭისყრაში მიიღონ მონაწილეობა.

“აქ არ იყვნენ არც “ნაციონალური მოძრაობის” და არც “ევროპული საქართველოს” წევრები, ისინი აგრძელებენ დაღმასვლას, ემზადებიან, რომ არიან 3%-იანი მხარდაჭერის მქონე პარტიები და ალბათ, საკუთარ თავს ფსიქოლოგიურად ამზადებენ, რომ ან ვერ მოხვდებიან ან მცირე რაოდენობით მოხვდებიან პარლამენტში. სამწუხაროა, რომ ასეთი მნიშვნელოვანი ცვლილების განხილვის დროს ეს ჯგუფები არ ესწრებიან. მას შემდეგ, რაც მათ მხარი არ დაუჭირეს საკონსტიტუციო ცვლილებებს, არ გამიკვირდება და პირველი მოსმენის დროსაც დადასტურდა, რომ ისინი არ მიიღებენ კენჭისყრაში მონაწილეობას და არ დაუჭერენ საარჩევნო ცვლილებებს მხარს, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმას, რომ ამ ადამიანებს არ სურთ უკეთესი საარჩევნო გარემო, არ სურთ ჩვენი ქვეყნის უკეთესი ხვალინდელი დღე”, - განაცხადა ოხანაშვილმა.

ცნობისთვის, პარლამენტმა „საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების პროექტი პირველი მოსმენით (91 მომხრე, 5 წინააღმდეგი) დაამტკიცა. პროექტი საარჩევნო კამპანიასთან და არჩევნების ჩატარების პროცედურებთან დაკავშირებით მთელ რიგ ცვლილებებს ითვალისწინებს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს