მიხეილ ჩხენკელმა აშშ-ს მთავრობის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტის საიუბილეო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი აშშ-ს მთავრობის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) მეორე კომპაქტის ვირტუალურ საიუბილეო ღონისძიებას დაესწრო და საზოგადოებას სიტყვით მიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს, ღონისძიება ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) ვიცე-პრეზიდენტმა ჯონათან ბრუკსმა გახსნა.

„მოხარული ვარ, რომ მაქვს შესაძლებლობა, შევაჯამო ჩვენი მრავალწლიანი ნაყოფიერო თანამშრომლობის შედეგად მიღწეული თვალსაჩინო პროგრესი საქართველოში განათლების ხარისხის გაუმჯობესების კუთხით. მსურს, კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩვენი გულწრფელი მადლობა აშშ-ს მთავრობისა და ამერიკელი ხალხის მიმართ განათლების რეფორმის მხარდაჭერისთვის და ადამიანური კაპიტალის განვითარებაში შეტანილი უდიდესი წვლილისათვის. მინდა გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და მთელი გულით მივულოცო ჩემს ამერიკელ მეგობრებსა და ამერიკელ ხალხს აშშ-ს დამოუკიდებლობის დღე“, - განაცხადა ჩხენკელმა.

მიხეილ ჩხენკელმა ხაზი გაუსვა, რომ მეორე კომპაქტის ფარგლებში MCC-ს მიერ საქართველოს განათლების ყველა საფეხურზე განხორციელებულმა უმსხვილესმა ინვესტიციამ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია საქართველოს მოქალაქეებზე, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებზე.

უწყების ინფორმაციით, მინისტრმა გამოყო ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მხარდაჭერით განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები და სან დიეგოს უნივერსიტეტის პროგრამები STEM-ის მიმართულებით. მისი თქმით, აღნიშნული პროგრამები განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს შორის. მიხეილ ჩხენკელმა USAID-ის ახალი 7 მილიონი დოლარის ღირებულების პროგრამის შესახებაც ისაუბრა, რომელიც საქართველოს საჯარო სკოლებში ინტერაქტიული სწავლების ხელშეწყობას გულისხმობს.

„ პროგრამა მოსწავლეებს კითხვის, მათემატიკის, კრიტიკული აზროვნებისა და პრობლემების გადაჭრის უნარ-ჩვევების გამომუშავებაში დაეხმარება. მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციასთან (MCC) მომავალი თანამშრომლობაც ასეთივე ნაყოფიერი და წარმატებული იქნება. საიუბილეო ღონისძიებას ესწრებოდნენ ათასწლეულის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე და ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) წარმომადგენლები. ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) მეორე კომპაქტი საქართველოში 2014 წლის 1 ივლისს შევიდა ძალაში. 2014-2019 წლებში აშშ-სა და საქართველოს მთავრობებს შორის ხელმოწერილი საერთაშორისო ხელშეკრულების – ათასწლეულის გამოწვევის 140 მილიონი აშშ დოლარის კომპაქტის დაფინანსებით ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა განახორციელა პროექტები, რომლებმაც საქართველოში საინჟინრო, საბუნებისმეტყველო და ტექნოლოგიური (STEM) განათლების განვითარებას შეუწყო ხელი. კომპაქტის ინვესტიციამ მოიცვა განათლების სისტემის თითქმის მთელი სექტორი – ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლება, რაც სამომავლოდ საქართველოს ეკონომიკური ზრდისთვის აუცილებელი მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებას უზრუნველყოფს. კომპაქტის ფარგლებში 2014-2019 წლებში სრულად რეაბილიტირდა 91 საჯარო სკოლა და აღიჭურვა საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებით. სასწავლო გარემო გაუმჯობესდა 40 ათასამდე მოსწავლისთვის, 20 ათასზე მეტმა ადამიანმა გაიარა პროფესიული განვითარების გრძელვადიანი კურსი, შემუშავდა 51 ახალი პროფესიული განათლების პროგრამა და საქართველოში სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მეშვეობით აშშ-ში აკრედიტებულ საერთაშორისო საბაკალავრო პროგრამებზე განათლებას ამ ეტაპისთვის 600-მდე სტუდენტი იღებს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა