ეკატერინე ტიკარაძე - შევეცდებით, რომ აბიტურიენტებისთვის შევქმნათ  მაქსიმალურად კომფორტული და უსაფრთხო გარემო

შევეცდებით, რომ ბავშვებისთვის შევქმნათ მაქსიმალურად კომფორტული და უსაფრთხო გარემო, - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ქობულეთში ბიზნესოპერატორებთან შეხვედრის შემდეგ მედიასთან განაცხადა. ამით მინისტრმა ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა.

მინისტრის თქმით, აღნიშნული საკითხი პირადად მისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია.

ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კონკრეტული განცხადება თემაზე უახლოეს დღეებში გაკეთდება.

„ჩემი შვილიც აბიტურიენტია. აქედან გამომდინარე, არა მხოლოდ, როგორც მინისტრი, ამ საქმის უშუალო კურატორი, ვარ ჩართული ამ თემატიკაში. ჩვენ ვაწარმოებთ კონკრეტულ მოლაპარაკებებს განათლების სამინისტროსთან და რა თქმა უნდა, შევეცდებით, რომ შევქმნათ ბავშვებისთვის მაქსიმალურად კომფორტული, მაგრამ უსაფრთხო გარემო. ალბათ, უმოკლეს დღეებში, ეს იქნება ხვალ და ზეგ, გავაკეთებთ უკვე კონკრეტულ განაცხადს ამასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა