გიორგი გახარია - მინდა გამოვეხმაურო იმ ისტორიულ პოლიტიკურ პროცესს, რაც მიმდინარეობს, ეს პროცესი იყო საკმაოდ რთული, დინამიური, ემოციური, მაგრამ დღეს გვაქვს ახალი საარჩევნო სისტემა

ეს არის ისტორიული პროცესია, რომელიც ქვეყანას აძლევს შესაძლებლობას გადავიდეს დემოკრატიზაციისა და ქვეყნის ევროატლანტიკური ინეტერგრაციის ახალ ეტაპზე - ასე შეაფასა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტის მიღება. მისივე თქმით, ეს მეტ მდგრადობასა და სტაბილურობას შეძენს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას.

„მინდა გამოვეხმაურო იმ ისტორიულ პოლიტიკურ პროცესს, რომელიც დღეს ქვეყანაში მიმდინარეობს. რა თქმა უნდა, ეს პროცესი იყო საკმაოდ რთული, დინამიური, ემოციური, მაგრამ როგორც შედეგი, დღეს ჩვენ გვაქვს ახალი საარჩევნო სისტემა, რომელიც პარლამენტმა დაამტკიცა და დღეს პროცესშია ეუთო/ოდირის რეკომენდაციების საარჩევნო ცვლილებები, რომელსაც დარწმუნებული ვარ, საქართველოს პარლამენტი წარამტებით დაასრულებს. ეს არის ისტორიული პროცესი, რომელიც ქვეყანას აძლევს შესაძლებლობას გადავიდეს დემოკრატიზაციისა და ქვეყნის ევროატლანტიკური ინეტეგრაციის ახალ ეტაპზე, რომელიც რა თქმა უნდა, მეტ მდგრადობასა და სტაბილურობას შეძენს ჩვენს დემოკრატიულ განვითარებას. ყველას კარგად გვესმის, რომ ამ პროცესის საბოლოო მიზანი და შედეგი უნდა იყოს ღია, დემოკრატიკული, კონკურენტუნარიანი არჩევნები, რომელიც ჩვენი პასუხისმგებლობაა და რა თქმა უნდა, ყველა ერთად ჩავატარებთ უმაღლეს დონეზე. ყველას კარგად გვესმის, რომ ეს პროცესი იყო საკამოდ ემოციური. პოლარიზაციის ხარისხიც იყო საკმაოდ მაღალი, მაგრამ ჩვენ ყველამ ერთად, საზოგადოებამ, გადავლახეთ ეს წინააღმდეგობები და ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ თითოეულმა ჩვენგანმა იმის მიუხედავად რა პოლიტიკურ პლატფორმას წარმოვადგენთ, პოზიტიური როლი უნდა შევიტანოთ ამ ისტორიულ პროცესში და საბოლოოს ეს ისტორიული პროცესი უნდა დაგვირგვინდეს გამჭვირვალე, ღია, დემოკრატიული არჩევნებით. ეს არ იქნება რომელიმე პარტიის ან რომელიმე საზოგადოებრივი ჯგუფის გამარჯვება, ეს იქნება ქვეყნის გამარჯვება, ეს უნდა იყოს თითოეული ჩვენგანის მიზანი,“ - განაცხადა გახარიამ.

იხილეთ ვიდეო:

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს