პროკურორი - შალვა გოგოლაძემ არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ 24 წლის გოგოს ბენზინი ეჭვიანობის ნიადაგზე შეასხა და შორიდან უყურებდა, თუ როგორ იწვოდა

შალვა გოგოლაძემ არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ 24 წლის გოგოს ბენზინი ეჭვიანობის ნიადაგზე შეასხა და შორიდან უყურებდა, თუ როგორ იწვოდა. აღნიშნულის შესახებ საქმის პროკურორმა ლაშა გამყრელიძემ სასამართლო პროცესზე საკუთარ შუამდგომლობაში განაცხადა.

პროკურორის განმარტებით, გოგოლაძემ ეჭვიანობის ნიადაგზე გადაწყვიტა გოგონას დაესაჯა.

„კერძოდ, მას თავდაპირველად აგინა და ხელი სახის არეში გაარტყა, შემდეგ კი, მოტყუებით წაიყვანა ბენზინგასამართ სადგურზე და შეიძინა ბენზინი, მას სახლის ტერიტორიაზე ცეცხლი წაუკიდა და ცეცხლწაკიდებულს შორიდან უყურებდა, თუ როგორ ეკიდებოდა ცეცხლი მის საყვარელ ადამიანს და როგორ ითხოვდა ის შველას, შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან გაიქცა”, - განაცხადა პროკურორმა.

გოგოლაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე თბილისის საქალო სასამართლოში ამ წუთებში მსჯელობენ. შალვა გოგოლაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ვ’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობის მცდელობას ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით. შემთხვევა 30 ივნისს მოხდა. შალვა გოგოლაძისთვის წარდგენილი ბრალდება 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო