გიგი უგულავა - „ლელოსთან“ თანამშრომლობა გვაქვს, რაც შეეხება ელისაშვილს, ის მხოლოდ მთაწმინდის ბინადრებთან აპირებს კოალიციის გაკეთებას, ჩვენ არც მთაწმინდაზე განვისვენებთ და არც სიკვდილს ვაპირებთ

„ლელო“ თავის შეხედულებებში მკაფიოა, ჩვენ მათთან თანამშრომლობა გვაქვს, რაც შეეხება ალეკო ელისაშვილს, ის მხოლოდ მთაწმინდის ბინადრებთან აპირებს კოალიციის გაკეთებას, - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ.

გიგი უგულავას თქმით, „ლელოსთან“ თანამშრომლობა ექნებათ, ხოლო ალეკო ელისაშვილი ოპოზიციის ოპოზიციად ჩამოყალიბდა.

„რაც შეეხება ალეკო ელისაშვილს, ის მხოლოდ მთაწმინდის ბინადრებთან აპირებს კოალიციის გაკეთებას. ჯერჯერობით ჩვენ არც მთაწმინდაზე არ განვისვენებთ და არც სიკვდილს არ ვაპირებთ. მან განაცხადა, რომ არ აპირებს თანამშრომლობას, ოპოზიციის ოპოზიციად ჩამოყალიბდა, ასეთ ვითარებაში ცხადია, რომ ძალიან რთული იქნება თანამშრომლობა“ - განაცხადა გიგი უგულავამ.

შეგახსენებთ, რომ კითხვაზე, თუ ვისთან შექმნიდა პარლამენტში შესვლის შემთხვევაში კოალიციას, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ „ვისთანაც კოალიციას ისურვებდა, ძირითადად, მთაწმინდაზე არიან დაკრძალულები.“

„ისეთ ძალებთან, რომლებსაც წარსული არ ამძიმებთ. ძალიან გულახდილად რომ გითხრათ, იმ პოლიტიკოსებთან, ვისთანაც კოალიციაში ყოფნას ვისურვებდი და ვის გვერდზე დგომასაც, ძირითადი ნაწილი მთაწმინდის პანთეონში არის დაკრძალული", – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა ტვ „პირველის“ ეთერში, გადაცემა ,,რეაქციაში".

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა