გიორგი ვაშაძე - მთავრობის მეთაური თანამდებობის ხიბლში და თვითტკბობაშია, ქვეყანაში კი უმუშევრობა და სიღარიბე დღითიდღე იზრდება

მრჩება შთაბეჭდილება, რომ პრემიერ-მინისტრი და მთავრობა მიზანმიმართულად აჭიანურებს საზღვრების გახსნასა და ეპიდ უსაფრთხოების წესებიდან გამომდინარე საზღვრებზე სათანადო კონტროლის სისტემის დანერგვას, - ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისი თქმით, არსებობს მექანიზმები, რომლებიც საზღვრების გახსნის შემთხვევაში, მინიმუმამდე ამცირებს ვირუსის იმპორტირების რისკებს.

„კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არსებობს აპრობირებული მექანიზმები, რომლებიც მინიმუმადე ამცირებენ სხვა ქვეყნებიდან ვირუსის იმპორტირების რისკებს. ამის შესახებ, დაახლოებით ორი თვის წინ ვსაუბრობდით და საზღვრების გახსნის თაობაზე შესაბამისი ვადები და რეკომენდაციები გავუგზავნეთ მთავრობას. დავკარგეთ უამრავი დრო, ასევე ეკონომიკური შესაძლებლობები და ნაცვლად ხელისუფლების მხრიდან საუბრისა და ცარიელი განცხადებებისა, უმჯობესია პრემიერმა და მთავრობამ დრო ქვეყნის ცხოვრების ჩვეულ რიტმში დაბრუნებასა და ეკონომიკის რეალურ ამუშავებაზე დახარჯოს. ჩვენ, უკვე მივეჩვიეთ იმას, რომ პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აკეთებს ფრთიან, ერთი შეხედვით საქმიან განცხადებებს, მაგრამ როგორც წესი განცხადებები, სამთავრობო კაბინეტს ვერ სცდება და როგორც წესი, ხელშესახები პოზიტიური შედეგი ამ დრომდე არ მიგვიღია, მთავრობის მეთაური თანამდებობის ხიბლში და თვითტკბობაშია, ქვეყანაში კი უმუშევრობა და სიღარიბე დღითიდღე იზრდება" - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

აღნიშნულ კომენტარს „ახალი საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა