ადვოკატი - შალვა გოგოლაძე ამბობს, რომ ბენზინი ავტომანქანაში ჩასასხმელად შეიძინა,  გოგოს დაწვის ფაქტს, ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას კი არ აღიარებს

შალვა გოგოლაძის ადვოკატის, გოჩა ხაჩიურის განცხადებით, მასალებიდან გამომდინარე მისი დაცვის ქვეშ მყოფი ამბობს, რომ მან ბენზინი ავტომანქანაში ჩასასხმელად შეიძინა. როგორც ადვოკატი აღნიშნავს, შალვა გოგოლაძე არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი ახალგაზრდა გოგოს, არც დაწვის და არც ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტს არ აღიარებს.

"დაკავებულს 19/109-ე მუხლის აქვს წარდგენილი, რომელშიც თავს დამნაშავედ არ ცნობს. ის განზრახ მკვლელობის მცდელობას არ აღიარებს. დანარჩენი თუ რა დანაშაულთან გვაქვს საქმე სასამართლო მიმდინარეობის დროს გაირკვევა. მასალებიდან გამომდინარე ბრალდებული ამბობს, რომ მან ბენზინი ავტომანქანაში ჩასასხმელად შეიძინა. მან სამართალდამცავებთან აღიარა, რომ იმ ადგილას იმყოფებოდა. დაწვის ფაქტს, ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას არ აღიარებს",-განაცხადა გოჩა ხაჩიურმა.

ცნობისთვის, შალვა გოგოლაძეს, რომელმაც არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ 24 წლის გოგოს ბენზინი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა