ამირან გამყრელიძე - ქვეყანაში ინტენსიურად ინფექცია არ ცირკულირებს, რაც კარგია, მაგრამ დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს, რომ ისევ დავიწყოთ დიდი ქორწილები, შეკრებები, დღეობები

ტესტირების გაზრდასთან ერთად, გამოვლენილ შემთხვევათა რაოდენობა, ერთნიშნა ციფრს არ აცილებია. ეს არაპირდაპირი ნიშანია იმის, რომ ქვეყნის შიგნით ინტენსიურად ინფექცია არ ცირკულირებს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ეს სტატისტიკა არ იძლევა იმის საფუძველს, რომ მოსახლეობა დამშვიდდეს და კვლავ გამართოს დიდი ქორწილები, შეკრებები და დღეობები.

„ტესტირებების რაოდენობა გაზრდილია, ივნისში 1800 იყო დღის განმავლობაში. გუშინწინ 3000 გვქონდა, 2800 -მდე გუშინ. მთავრობის დადგენილებით, გაიზრდა ჯგუფები, სადაც ტარდება ტესტირება. ასევე გაიზარდა სამედიცინო პერსონალის გადამოწმების სიხშირე ანუ პერიოდულობა შემცირდა ერთ კვირამდე. ახლა განსაკუთრებული ყურადღება არის ე.წ. სატვირთოს მძღოლებზე. დღესაც გვაქვს 8 ახალი შემთხვევა, აქედან 6 არის მძღოლი. ყველას წყარო ვიცით და ყველა არის შემოტანილი შემთხვევა. ამ მხრივ ტესტირების გაზრდასთან ერთად გამოვლენილ შემთხვევათა რაოდენობა ერთნიშნა ციფრს არ აცილებია. ეს არაპირდაპირი ნიშანია იმის, რომ ქვეყანაში, შიგნით ინტენსიურად ინფექცია არ ცირკულირებს, რაც კარგია, მაგრამ დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს, რომ ისევ დავიწყოთ დიდი ქორწილები, შეკრებები, დღეობები. პრინციპული რჩება ნიღაბი, დისტანცია და ხელების ხშირი სანიტარული დამუშავება,“- განაცხადა გამყრელიძემ.

იხილეთ ვიდეო:ამირან გამყრელიძე - ინტენსიური ინფექცია არ ცირკულირებს, მაგრამ დამშვიდების საფუძველი არ გვაქვს, რომ ქორწილები და დღეობები დავიწყოთ

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს