რომან გოცირიძე - „აირზენა” და ხელისუფლება შეთანხმებულად  მოქმედებდნენ, რაღაც სუბსიდირების სქემაც კი ააგეს - როცა თავს ვერ მოაბამენ ვერაფერს, მერე იციან ხელის გაშვერა

„აირზენა” და ხელისუფლება ერთად მოქმედებდნენ შეთანხმებულად, რაღაც სუბსიდირების სქემაც კი ააგეს. როდესაც თავს ვერ მოაბამენ ვერაფერს, მერე იციან ხელის გაშვერა,- ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას მიერ „აირზენასთან” დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

გოცირიძის თქმით, ხელისუფლებას უნდა ეზრუნა, შეექმნა კონკურენტული გარემო და საქართველოს მოქალაქეები ევროპიდან იაფად შემოეყვანა.

„როდესაც ტურიზმზე აკეთებს აქცენტს ხელისუფლება და თუნდაც საზოგადოება, ნუ გვავიწყდება, რომ ასობით ათასი ჩვენი მოქალაქე ჩარჩენილია ევროპაში, რომელთაც თუნდაც ერთი ან ორი კვირით უნდა სამშობლოში დაბრუნება. იმაზეც კი არიან თანახმა, რომ კარანტინი გაიარონ. ყოველგვარი საშუალება ხელისუფლების მხრიდან არის გადაკეტილი. ხელისუფლებას აქამდე უნდა ეზრუნა, „აირზენას” რომ აკრიტიკებენ და პრემიერი რომ ამბობს, კონკურენცია უნდა შეგვექმნა ამ სფეროშიო, მსოფლიოში 1000-მდე ავიაკომპანიაა და ეზრუნათ მაშინ, რომ იაფად შემოეყვანათ ჩვენი მოქალაქეები საკუთარ ქვეყანაში. რაც შეეხება „აირზენას” მიმართ პრეტენზიებს, „აირზენა” და ხელისუფლება ერთად მოქმედებდნენ შეთანხმებულად, რაღაც სუბსიდირების სქემაც კი ააგეს. როდესაც თავს ვერ მოაბამენ ვერაფერს, მერე იციან ხელის გაშვერა. თუნდაც „აირზენა” იყოს დამნაშავე, მაგრამ ხელისუფლების უნარიანობას და ჭკუას განსაზღვრავს ის, რამდენად შეუძლია კანონის საფუძველზე შექმნას კონკურენტული გარემო, რომელიც არის საბოლოოდ ფასის განმსაზღვრელი. ვერ შექმნა. ამიტომ დამნაშავე არის უუნარო ხელისუფლება, რომელმაც გაწირა საკუთარი მოსახლეობა და ჩატოვა ევროპაში ისე, რომ ამ ზაფხულშიც ვერ ჩამოვლენ საკუთარ ქვეყანაში”,- განაცხადა გოცირიძემ.

შეგახსენებთ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა კომენტარი გააკეთა „აირზენას“ მხრიდან რეისების შეუთანხმებლად დაგეგმვაზე და ავიაკომპანიას მოუწოდა, შეწყვიტოს შეუთანხმებელი ქმედებები. მინისტრის თქმით, ეს არის არასწორი ქმედება, რომელიც ადამიანებს საკმაოდ რთულ ვითარებაში აყენებს, ვინაიდან ასეთ რეისებზე ბილეთები საკმაოდ მაღალი ფასი ღირს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს