გედევან ფოფხაძე - თუ რეალურად გვინდა, პოლიტიკაში ქალთა წარმომადგენლობა გავზარდოთ, ძალოვნებმა და „ფულის ტომრებმა“ არ უნდა განსაზღვრონ, ვინ იქნება პოლიტიკაში

თუ რეალურად გვინდა, პოლიტიკაში ქალთა წარმომადგენლობა გავზარდოთ, ძალოვნებმა და „ფულის ტომრებმა“ არ უნდა განსაზღვრონ, ვინ იქნება პოლიტიკაში,- ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, გედევან ფოფხაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მეორე მოსმენით საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტს განიხილავენ. მისი თქმით, შემოთავაზებულ ცვლილებებს მხარს არ უჭერს.

„არის მიზნები, რომლებიც დეკლარირებულია ამ ცვლილებით, მაგრამ არის რეალობა, რომლის პირობებშიც ამ მიზნების მიღწევა ამ ცვლილებებით კი არ უნდა ხდებოდეს, არამედ სხვა საშუალებებით. ჩვენი მთავარი მიზანია, სახალხო ხელისუფლების შექმნას მივაღწიოთ. რა განსხვავებაა სახალხო მთავრობასა და იმას შორის, რაც დღეს გვაქვს - სახალხო მთავრობის პირობებში მინისტრები ხალხსა და ქვეყანაზე ფიქრობენ, გუშინ და დღეს, მოცემულობაა, რომ მინისტრი რომ იყოს, მან თავი უნდა მოაწონოს ან მიშა სააკაშვილს, ან ბიძინა ივანიშვილს. ეს კანონმდებლობა რაიმე ფორმით ხალხთან გვაახლოებს და გვაძლევს წინაპირობას? იგივე კვოტებზე რომ ვისაუბროთ, რას ვაღწევთ კვოტების ზრდით, ქალთა წარმომადგენლობას პოლიტიკაში? თუ რეალურად გვინდა პოლიტიკაში ქალთა წარმომადგენლობა გავზარდოთ, პოლიტიკაში ძალოვნების და ფინანსური ჯგუფების მონაწილეობა უნდა დამთავრდეს. ძალოვნებმა და „ფულის ტომრებმა“ არ უნდა განსაზღვრონ ვინ იქნება პოლიტიკაში. თუ ვიღაც ფულით ყიდულობს ამომრჩეველს და განსაზღვრავს ვინ უნდა შევიდეს პარლამენტში, იმას არც ქალი აინტერესებს და არც კაცი, ის თავის მონას დაგისვამს პარლამენტში. ეს არჩევნები იქნება გარიგება ქართველ ხალხთან, ერთადერთი გარიგება უნდა შედგეს პოლიტიკოსებსა და ქართველ ხალხს შორის, ვინც მათ შორის ჩადგება, იმას ქართველმა ხალხმა უნდა გადაუაროს. ეს იქნება სწორი გზავნილი ამ არჩევნებზე. ეს ცვლილებები რა თქმა უნდა, ტექნიკურია და არ ვაპირებ ხმის მიცემას“,- აღნიშნავს გედევან ფოფხაძე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო