პარლამენტმა ტამიშის ბრძოლებში დაღუპულ მეომრებს წუთიერი დუმილით მიაგო პატივი

პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატებმა 27 წლის წინ ტამიშის ოპერაციის დროს დაღუპული გმირების ხსოვნის წუთიერი დუმილით მიაგეს პატივი. პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, კობა კობალაძემ ქვეყნის თავისუფლებისათვის წარმოებულ ბრძოლებში დაღუპული მეომრები გაიხსენა.

„დღეს არის 2 ივლისი, ზუსტად 27 წლის წინ, ლაბრა-ტამიშის ტერიტორიაზე გადმოისხა რუსეთის რეგულარული ჯარის ნაწილებისგან კონფრედერანტებისგან და სეპარატისტებისგან ერთობლივად შექმნილი დაჯგუფება. 27 წლის წინ იყო დიდი და ძლიერი ბრძოლები. კიდევ ერთხელ იყო დღე სიმწრის, უპასუხისმგებლობის, თავგანწირვის და საბოლოო ჯამში, ისევ ქვეყნის თავისუფლებისათვის წარმოებულ ბრძოლაში გამარჯვებული კაცების. მინდა, თქვენთან ერთად, წუთიერი დუმილით მოვიხსენიოთ ყველა ის ადამიანი, ვინც ჩვენი ქვეყნის თავისუფლებას და სიძლიერეს შეეწირა”, -განაცხადა კობა კობალაძემ.

აფხაზეთში, დაბა ტამიშთან გამართული ბრძოლიდან 27 წელი გავიდა.

აღნიშნულ ინფორმაციას პარლამენტი ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა