გიგა ბოკერია - პუტინის რუსეთის ინტერესებშია საქართველოს სახელმწიფოებრიობის დამხობა, დესტაბილიზაცია

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია ამერიკის ელჩის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც რუსეთის მიერ საქართველოს არჩევნებში ჩარევა არ გამორიცხა. ბოკერიას შეფასებით, რუსეთის ინტერესებშია საქართველოს სახელმწიფოებრიობის დამხობა, დესტაბილიზაცია და შუღლის გაღვივება. მისი თქმით, ხელისუფლება თავისი ქმედებებით ქვეყნის შიგნით სიძულვილს თესავს და პირდაპირ თუ ირიბად გარე მტერს აძლიერებს.

„მგონი, აბსოლუტურად ლეგიტიმურია ამ ვარაუდის გამოთქმა, რადგან პუტინის რუსეთის ინტერესებშია საქართველოს სახელმწიფოებრიობის დამხობა, დესტაბილიზაცია, შუღლის, სიძულვილის გაღვივება დემოკრატიაზე უარის თქმის გზით, პირდაპირი აგრესიითა და საქართველოს მოქალაქეების მკვლელობის მცდელობით, ჩვენ ვხედავთ აგრესიის მთელ სპექტრს. პრობლემა ისაა, რომ ჩვენ გვყავს მთავრობა, რომელიც თავისი მოქმედებებით ხელს უწყობს ამას და თვითონ ნერგავს სიძულვილს მოქალაქებს შორის. ხელისუფლება ანგარიშვალდებულობასა და დემოკრატიაზე უარს ამბობს. გარე მტერთან კონსოლიდაციის ნაცვლად, ქვეყნის შიგნით თესავს სიძულვილს და პირდაპირ თუ ირიბად გარე მტერს აძლიერებს“,-აცხადებს გიგა ბოკერია.

ცნობისთვის, საქართველოში აშშ-ს ელჩის კელი დეგნანის შეფასებით, ალბათობა იმისა, რომ რუსეთი საქართველოს არჩევნებში ჩარევას ეცდება, ძალიან მაღალია.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს