თამარ ჩუგოშვილი - მთავარი იყო საარჩევნო სისტემა შეგვეცვალა, ამას მივაღწიეთ - ხელისუფლება ტაშით შეხვდა ამას, თუმცა ტაშით შესახვედრი ექნებოდა მაშინ, ნოემბერში რომ მიეღო ეს ცვლილებები

ხელისუფლება ტაშით შეხვდა საკონსტიტიტუციო ცვლილებებს, თუმცა ტაშით შესახვედრი ექნებოდა, ნოემბერში რომ მიეღო ეს ცვლილებები და არა ახლა, რა ფორმითაც გააკეთა,- ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა თამარ ჩუგოშვილმა განცხადა.

მისი თქმით, საქართველოს გამადიდებელი შუშით აკვირდებიან და ხელისუფლებამ ყველანაირი ქმედებისგან თავი უნდა შეიკავოს, რაც არჩევნების შედეგებს კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს.

„8 მარტის შეთანხმების სრულად შესრულება გულისხმობს იმას, რომ ყველა საქმეში, სადაც გარკვეული პოლიტიკური ელემენტი ჩანდა, იქ შედეგი უნდა ვნახოთ და სამომავლოდ არჩევნებამდე პერიოდში, არჩევნების დღეს და თუნდაც შემდეგ, მართლმსაჯულების და საარჩევნო კანონმდებლობის პოლიტიკურად გამოყენება არ უნდა მოხდეს. ჩვენ თუ მომავალში ვიხილავთ ასეთ დაჭერებს, სისხლის სამართლის საქმეებს, რომელიც ძალიან სერიოზულ კითხვის ნიშნებს გააჩენს, როგორც სამართლებრივად, ისე პოლიტიკურად, ყველა დამკვირვებლის მხრიდან ეს იქნება აღქმული როგორც 8 მარტის შეთანხმების დარღვევა, რაც ნეგატიურ გავლენას მოახდენს არჩევნების ლეგიტიმურად აღიარებაზე.

ჩემთვის მთავარი იყო, რომ საარჩევნო სისტემა შეგვეცვალა, ამას მივაღწიეთ, შედეგი გვაქვს, ხელისუფლება ტაშით შეხვდა ამას, თუმცა ტაშით შესახვედრი ექნებოდა მაშინ, ნოემბერში რომ მიეღო ეს ცვლილებები და არა ახლა, რა ფორმითაც გააკეთა. მაგრამ მთავარი გზავნილი, რაც შეიძლება დავინახოთ ის არის, რომ ყველა გვაკვირდება გამადიდებელი შუშით. ძალინ დიდი დაკვირვების ქვეშ იქნება ხელისუფლება ამ პროცესში, ყველანაირი ქმედებისგან თავი უნდა შეიკავოს, რაც არჩევნების შედეგებს კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს”,- განაცხადა ჩუგოშვილმა.

თამარ ჩუგოშვილმა საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით კოდექსში მეტი გარანტიების ჩადება შეიძლებოდა, თუმცა მისი თქმით, ცვლილებები პოზიტიურია და მას მხარს უჭერს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო