გიგა ბოკერია ელენე ხოშტარიასთან დაპირისპირების თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციაზე - ბევრ სისულელეს შორის, რომელიც ივანიშვილის ბანაკის მიერ ინიცირებულ პროპაგანდაში მომისმენია, ეს სისულელე ერთ-ერთ გამორჩეულ ადგილს დაიკავებს

ბევრ სისულელეს შორის, რომელიც ივანიშვილის ბანაკის მიერ ინიცირებულ პროპაგანდაში მომისმენია, ეს სისულელე ერთ-ერთ გამორჩეულ ადგილს დაიკავებს, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად ელენე ხოშტარია და გიგა ბოკერია ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, მიზეზი კი ისაა, რომ ორივე მათგანს ვაკის მაჟორიტარობა სურს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გიგა ბოკერიამ განუცხადა, ოპოზიციურ სპექტრში მაჟორიტარობის კანდიდატი უკვე შეთანხმებულია და მათთან მიმართებაში განხილვა არ ხდება.

„ჩვენ ყველანი, ჩემი ჩათვლით მაჟორიტარად კენჭისყრას განვიხილავთ. გვყავს შეთანხმებული კანდიდატები და იქ ვიცით, სად ვინ, იქნება. ზოგადად მაჟორიტარობაზე ვსაუბრობთ, ვიხილავთ სხვადასხვა ვარიანტებს. ოღონდ თბილისში, არათუ ელენე ხოშტარია, რომელიც ჩვენი გუნდის წარმომადგენელია, არამედ არც ერთ სხვასთან, ვისზეც შეთანხმებულია, არანაირი განხილვაც არ მიმდინარეობს. სწორედ ეს შეთანხმება იყო საკვანძო საკითხი ოპოზიციურ სპექტრს შორის. ვინც შეთანხმებულია, ყველა კარგი კანდიდატია და პირველ ტურში მოიგებს. ჩვენ, „ევროპულ საქართველოს“ საუკეთესო გვყავს ელენე ხოშტარიას სახით“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა