გია ვოლსკი - მიუხედავად იმ სტანდარტისა, რომელიც ახალ საარჩევნო კოდექსს გააჩნია, ოპონენტები მაინც შეეცდებიან, რომ დესტრუქციული გზით წაიყვანონ პროცესები, ეს რეალობა დაგვიდგა და უნდა გავუსწოროთ თვალი

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ვოლსკი დადებითად აფასებს "საარჩევნო კოდექსში" ცვლილების პროექტს, რომელიც დღეს მეორე მოსმენით მიიღეს. თუმცა, როგორც ის ვარაუდობს, ოპონენტები მაინც ეცდებიან, რომ პროცესები დესტრუქციული გზით წაიყვანონ.

"არცერთი საერთაშორისო სტანდარტი არ არსებობს, რომელსაც არ მიესადაგება საარჩევნო კოდექსი, რომელიც დღეს მივიღეთ. საოცრება მოხდა და რაღაც გამოგონილი მიზეზით, საკმაოდ ხმამაღალი განცხადება გააკეთეს ჩვენმა ოპონენტებმა, რომლებმაც თქვეს, რომ საარჩევნო უბანი და კოორდინატორი 500 მეტრის რადიუსით უნდა იყოს მოცილებული. გუშინ ჩვენმა ოპონენტმა, ერთ-ერთი ფრაქციის ხელმძღვანელმა თქვა, რომ 25 მეტრი საკმარისი არ არის იმისთვის, რათა თვალებით გავლენის საფრთხე მოიხსნას. ეს უსუსური პოზიცია, არჩართულობის გასამართლებლად მაფიქრებინებს, რომ მიუხედავად ამ სტანდარტისა, რომელიც ახალ საარჩევნო კოდექსს გააჩნია, ჩვენი ოპონენტები მაინც შეეცდებიან, რომ კვლავ დესტრუქციული გზით წაიყვანონ პროცესები. ეს რეალობა დაგვიდგა და ამ რეალობას უნდა გავუსწოროთ დღეს თვალი. გამორიცხულია, რომ საპარლამენტო არჩევნებზე ამ კოდექსითა და ამ პირობებში რაიმე პასუხგაუცემელი კითხვა დარჩეს, მაგრამ მაინც საზოგადოებაზეა, პარტიებზეა დამოკიდებული ყველაფერი. კონტროლის სისტემა იქნება უმაღლეს დონეზე, როგორც საერთაშორისო, ასევე შიდა დამკვირვებლების მხრიდან. ეს არის რეალობა და სამართლიანი განაწილება საეთერო დროის, რეკლამის. დროა, პარტიები უკვე საარჩევნო პროგრამების წარმოდგენაზე გადავიდნენ. ამ თემებზე საუბარი უნდა იყოს ახლა მთავარი", - აცხადებს ვოლსკი.

"საარჩევნო კოდექსში" ცვლილებების პროექტი პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე მეორე მოსმენით (94 ხმით) მიიღეს. აღსანიშნავია, რომ პროექტს მხარი კონკრეტული დათქმებით დაუჭირეს, რომელიც მესამე მოსმენისთვის უნდა აისახოს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს