პარლამენტში მომდევნო კვირა მთლიანად საკომიტეტო საქმიანობას დაეთმობა, ხოლო 13 და 14 ივლისს პლენარული სხდომა ჩატარდება

პარლამენტის ბიურომ სხდომაზე, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე უძღვებოდა, უახლოეს დღეებში პარლამენტის მუშაობის განრიგი განსაზღვრა.

ვინაიდან უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო რიგგარეშე სესიის ფარგლებში მუშაობს, პარლამენტის თავმჯდომარის წინადადებით, ბიუროზე შეთანხმდნენ, რომ მომდევნო კვირა მთლიანად საკომიტეტო საქმიანობას დაეთმობა, ხოლო 13 და 14 ივლისს პარლამენტი შეიკრიბება პლენარული სხდომის ფარგლებში და განიხილავენ იმ საკითხებს, რომლებსაც კომიტეტები მოამზადებენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, ბიურომ ასევე განსაზღვრა პლენარული სხდომის დღის წესრიგს დამატებული კენჭსაყრელი და განსახილველი საკითხები. პლენარულ სხდომის დღის წესრიგის დაემატა მესამე მოსმენით განსახილველი „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი თანმდევ კანონპროექტებთან ერთად.

უწყების ინფორმაციით, საკანონმდებლო პაკეტს პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს. ბიურომ საორგანიზაციო საკითხებიც განიხილა. პარლამენტის თავმჯდომარის ინფორმაციით, შემოსულია გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის ანგარიში ელექტროძრავიან სატრანსპორტო საშუალებებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების აღსრულების კონტროლის შესახებ. ბიურომ დაამტკიცა ასევე ხაზინადართა საბჭოს გადაწყვეტილებები.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა