პროკურორის განცხადებით, გიორგი რურუას საქმეზე შესაძლოა, სასამართლოში სახალხო დამცველი დაიკითხოს

„მთავარი არხის" მეწილის გიორგი რურუას ბრალდების საქმის პროკურორის, ვასილ სამხარაძის განცხადებით, დაცვის მხარის მიერ სახალხო დამცველისგან მოპოვებული დოკუმენტაციის საქმისთვის დართვის მოთხოვნა, პროცესის გაჭიანურებას ემსახურება.

სამხარაძის თქმით, აღნიშნული დოკუმენტები, რომელიც დაცვის მხარემ წარადგინა სახალხო დამცველის მოსაზრებაა მისი საქმიანობიდან გამომდინარე და „შესაბამისად, ალბათ, მისი დაკითხვაც მოხდება“.

„დაცვის მხარეს დღეს არ ყავდა მოწმეები მოყვანილი, დააყენა შუამდგომლობა, რომ ახალი მტკიცებულებები დართვოდა სასამართლო საქმეს. დაცვის მხარემ მიმართა სახალხო დამცველს და სახალხო დამცველისგან მიიღო გარკვეული წერილობითი დოკუმენტები და სწორედ ამ დოკუმენტების დართვას ითხოვდა. ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ აღნიშნული ემსახურებოდა პროცესის გაჭიანურებას, რადგან ამ დოკუმენტების ხელმომწერი ყველა პირის, 10 პირის დაკითხვას ითხოვდა დაცვის მხარე და ეს თავისთავად გააჭიანურებს პროცესს. აქედან გამომდინარე ბრალდების მხარემ დააყენა მოთხოვნა, რომ იმგვარად შემხებლობაში არ იყო მოცემული დოკუმენტები და სასამართლომ ნაწილობრივ გაიზიარა დაცვისა და ბრალდების მხარის პოზიცია. ნაწილი წერილობითი მტკიცებულებების დასაშვებად ცნო ნაწილი არა. ეს მტკიცებულებები, რომელიც დასაშვებად ცნო სასამართლომ ეს არის, სახალხო დამცველის, ქალბატონ ნინო ლომჯარიას დაკითხვა და მისი შექმნილი დოკუმენტები და ეს დოკუმენტები, როგორც დაცვის მხარემაც აღნიშნა, არის სახალხო დამცველის მოსაზრება მისი საქმიანობიდან გამომდინარე და შესაბამისად, ალბათ მოწვეული იქნება და დაიკითხება“, - განაცხადა ვასილ სამხარაძემ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა