ანრი ოხანაშვილი - ჩვენ ვუზრუნველვყავით ისეთი საარჩევნო ცვლილების წარმოდგენა, რომელიც საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას ეფუძნება

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი განმარტავს, რა ცვლილებები მოხდა საარჩევნო კოდექსში.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, წარმოდგენილი ცვლილება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას ეფუძნება.

"პირველი, რადგან იკითხეთ, ხომ არ მოხდება რაიმე ფორმით მედიის კონტროლი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ, ამასთან დაკავშირებით გამოითქვა მოსაზრება და შენიშვნა. შესაბამისად, ის საკითხი, რომ თითქოს მედიას სახელმწიფო აუდიტი გააკონტროლებს კონკრეტულ საკითხებთან მიმართებით, მოხსნილია. სახელმწიფო აუდიტს აღნიშნული ვალდებულება არ ექნება.

მეორე, მედიის ეგზიტპოლების ჩატარებასთან დაკავშირებით ხომ არ გავრცელდება მათზე შეზღუდვა 25 მეტრინ რადიუსშიო, ეს საკითხი იყო, ეს შეზღუდვაც მედიის წარმომადგენლებისთვის ეგზიტპოლების ჩატარების მიზნით არ იქნება.

ჩვენ ვუზრუნველვყავით ისეთი საარჩევნო ცვლილების წარმოდგენა, რომელიც საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას ეფუძნება. ამ ცვლილებების შედეგად ჩვენ ვითვალისწინებთ ეუთო/ოდირის ყველა ძირითად რეკომენდაციას. ამ ცვლილებების ფარგლებში ჩვენ ვუზრუნველყოფთ იმას, რომ საარჩევნო ადმინისტრაციასთან დაკავშირებული საკითხები უფრო დაიხვეწოს, იყოს ნაკლებად პოლიტიკური და ნაკლებად პარტიული სუბიექტების არჩევა, შესაბამისად საარჩევნო ადმინისტრაციასთან მიმართებით მთელი რიგი საკითხები იხვეწება.

ასევე საუბარი იყო საეთერო დროებზე, უფასო საეთერო დროის მაქსიმალურად სამართლიან გადანაწილება ხდება, როგორც შესაბამისი სუბიექტებისთვის, ვინც მიიღებს მონაწილეობას, როგორც კვალიფიციური პარტია, ასევე არაკვალიფიციური პარტიებისთვისაც ხდება, როგორც უფასო საეთერო დროული დათმობა, მათ შორის რეკლამის, ეს მაქსიმალურად სამართლიანად არის წარმოდგენილი. ყოველ შემთხვევაში, კომიტეტზე არავინ იყო წარმოდგენილი, ვინც რაიმე ფორმით გააპროტესტებდა ან გააკრიტიკებდა რაიმე საკითხს.

შემდეგი საკითხი, რომელსაც ჩვენ ვარეგულირებთ, ეს იქნება წინასაარჩევნო პერიოდში ადმინისტრაციული რესურსის უკანონოდ გამოყენების პრევენცია. იცით, რომ ის, რაც საჯარო

მოხელეებზე რეგულაციები არსებობდა შეზღუდვებთან დაკავირებით წინასარჩევნო პროცესში ჩართულობის მხრივ, იგივე შეზღუდვები შეეხებათ. შესაბამისად, ესეც წინგადადგული ნაბიჯია“, - განაცხადა ოხანაშვილმა.

ოხანაშვილმა პარტიების დაფინანსების საკითხზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პარტიებისთვის მაქსიმალურად სამართლიანი ფორმულა არის შემუშავებული, რომელსაც ყველა იზიარებს.

„დაფინანსებასთან დაკავშირებით მცირე პარტიებს აქვთ იმის შესაძლებლობა ამ საარჩევნო ცვლილებების შედეგად, რომ მათ მაქსიმალურად თანაბარ პირობებში მიიღონ სხვა უფრო მეტ პარტიასთან შედარებით. კიდევ უფრო სამართლიანი რეგულაცია, რაც ხელს შეუწყობს მცირე პარტიებს არის ის, რომ ვისაც უფრო მეტი მხარდაჭერა ექნება 50 ათასი ხმის შემდგომ, მათ რეალურად უმცირდებათ დაფინანსება. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ამოცანაა, მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ მცირე პარტიებს, რომ ისინი განვითარდნენ“, - განაცხადა ოხანაშვილმა.

მან განმარტა საარჩევნო უბნებზე არსებული რადიუსთან დაკავშირებული საკითხიც.

„ასევე საუბარი იყო საარჩევნო უბნებზე რადიუსთან დაკავშირებით. ჩვენ შემოგვაქვს 25 მეტრიანი რადიუსი, რა დროსაც პირის შეფერხება დაუშვებელი იქნება და ამაზე შესაბამისი რეაგირეა მოხდება. ასევე შშმ პირებისთვის მაქსიმალური ხელშეწყობა მოხდება, რომ ისინი საარჩევნო პროცესში ჩაერთონ და შეუფერხებლად მიიღონ მონაწილეობა.

ასევე გენდერული კვოტირების საკითხი, რომელიც პროგრესული ნაბიჯია "ქართული ოცნების" ინიციატივით, რაც მიუითებს იმას, რომ ყოველი მეოთხე პროპორციული საარჩევნო სისტემაში განსხვავებული სქესის უნდა იყოს", - აცხადებს ოხანაშვილი.

პარლამენტმა „საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების პროექტი მესამე მოსმენით (94 მომხრე, ერთი წინააღმდეგი ) დაამტკიცა. პროექტი საარჩევნო კამპანიასთან და არჩევნების ჩატარების პროცედურებთან დაკავშირებით მთელ რიგ ცვლილებებს ითვალისწინებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა